ჩისკო: რთულ მატჩში გავიმარჯვეთ - "ლოკომოტივს" მოგებას ვულოცავ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ქონას ქი ნომედსის" დამარცხების (1:0) შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა გააკეთა.

"ვიცოდით, ძლიერ გუნდს ვხვდებოდით და რთული მატჩის მოლოდინი გვქონდა. მეტოქე მთელ მოედანზე პრესინგს მიმართავდა. ძნელია თამაში, როდესაც სივრცე არ გაქვს. მინდა ბიჭებს მივულოცო, მათ რაც დავავალე, ყველაფერი გაითავისეს. მთელი მატჩის განმავლობაში ვუტევდით, ბოლოს პენალტიც დავიმსახურეთ და გავიმარჯვეთ. ახლა უკვე თასის შეხვედრაზე ვფიქრობ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ბიჭებმა კარგად ითამაშეს. ბედნიერი ვარ. იციან, სად თამაშობენ და ესმით, რას ვითხოვ მათგან. რთული შეხვედრა
მოიგეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეორე ქართულმა გუნდმაც გაიმარჯვა. ვულოცავ "ლოკომოტივს". ეს ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია", - განუცხადა ჩისკომ "დინამოს" საიტს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩამოიყვანეთ კლოპი.რაც მაგან ქნა ლივერპულში და დორტმუნდში ჩვენ ლიგის ჯუფიდანაც გაგვიყვანს ან ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან.
ddgfdf
19 სექტემბერი 2020 17:52
0
კლოპის ჩამოყვანა კი არ ჭირდება საქმეს, არამედ 2-3 ხარისხიანი ფეხბურთელის დამატება
ქალის სიმართლე
20 სექტემბერი 2020 01:12
0
რამე არასწორი თქვა? დინამოს ახლანდელი დონისთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო
ზორბეგი
19 სექტემბერი 2020 00:04
0
ამასაც ეტყობა რომ ფიფიასავით ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი. სხვაგვარად ვერ ვიჯერებ, არ ხედავდეს რისი მაქნისიც არიან მისი ფეხბურთელები. ეეჰ, ჩისკო ჩისკო, 2-3 შენნაირი რომ თამაშობდეს ახლა მაგ გუნდში, ჯგუფში შევიდოდით. ასე კი მგონი, შენ თვითონ ხედავ მაგათ უძლურებას და უბრალოდ არ გსურს ნერვები მოიშალო...
fani
18 სექტემბერი 2020 22:41
4
ჩისკო რა შუაშია აწყობილი გუნდიდან გაუშვეს. მერე დააბრუნეს გუნდში რომელიც დაუშალეს და რომელი ზიდანი ჩუსკოა შედეგი რო მოვთხივოთ ირ კვირაში?
bokinio
18 სექტემბერი 2020 22:22
0
კიდევ კარგი საბურთალოს მე-2-ე კვარტლის გუნდი არ შეხვდა დინამოს..ძლიერი გუნდი მათ ყავთ ან დიღომის მე-4 კვარტლის !!!!აბა ისინი არ ამოასუნთქვინებდენ....შუქრუთის მაჭარაშვილებნის უბნის გუნდიც ძალიან ძლიერიაო...ჩისკოს ალბათ თავი კაიმანის კუნძულებძე გონია..ვაი საწყალო დინამო და უი გულსემატკივრებს...ისე ის ჯიმ გრივსის მემკვიდრე ძლიერი უელსელი არ დამავიწყდება ბურთს რომ ფეხი ააცილა და სამჯერ ამოტრიალდა ჰაერში..ის ალბათ აკრობატი იყო!!!!!???? ჩისკო და ფიფია დაჯექით ორი ბარონ მიუნჰაუზენივით და დააბოლეთ ერთმანეთი...ღმერთს ევედრეთ შეთავსებით მეზღვაურებს შტორმა მოუსწროთ და დროზე ვერ ჩამოვიდნენ თამაშზე..და დაგვიანებისთვის წაგება ჩაეთვალოთ...ისე ორსული..ბენიო..და ბერნაბუკო რომ გამორჩეული იქნება!!!!!!+აკადემმის ბიჭები!!!! ეტყობა სელექციონერები 10 წელია თავდაუზოგად არჩევდა !!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
18 სექტემბერი 2020 22:14
2
მუნიოს უნამუსიოს რაა რეებსა რომ ამბობ?
ძვლებგამოღებული ხორცის მასასავით გყავდა გუნდი და იძახი ძლიერ მეტოქეს შვეხვდიო? კაი რა, სირცხვილია ამოდენა ტყუილი, ხალხი ხომ უყურებდა ამ კარდიბალეტს? არ იკადრო ძამა მაი შენ მეორეჯერ, ნამეტანი მოგივიდა!
kako
18 სექტემბერი 2020 20:48
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული