წესითა და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს, მაგრამ... - გიორგი ჭიაბრიშვილი

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ინტერვიუ მისცა ქართულ სპორტულ გაზეთ "ლელოს" და გუნდის შესახებ ისაუბრა.

"ლა ლიგის წინა სეზონში მე-6 ადგილზე გავიდა, წელს კი ორიდან ორი მოგება აქვს და როგორ შევპირდე გულშემატკივარს, რომ მოვიგებთ?!. ჯერ გუნდის შენება დაწყებულიც არ არის, ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც მთელი კარიერა წინ აქვთ, მაგრამ შენებას წლები დასჭირდება. ამ ორ მოგებას არ მინდა ზედმეტი მოლოდინი მოჰყვეს. ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდს ვხვდებით.

წინა ორი მეტოქე და ჩვენ რომ გავერთიანდეთ, შემსრულებლებით ერთი "გრანადა" მაინც არ გამოვა...
მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ყველანაირი მორიდების გარეშე ფეხბურთი ვითამაშოთ. რაც გამოვა, გამოვა... წესით და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს. კი, ერთმატჩიანი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენს სტადიონზე რომ ვთამაშობდეთ, კიდევ ვიტყოდი, რომ მეტი შანსი გვაქვს-მეთქი.

რაც უნდა უმაყურებლოდ ვიყოთ, მაინც სახლში ხარ და (იცინის)... ისე, ჩვენ უმაყურებლოდ თამაშს მიჩვეულები ვართ. უცხოელი რომ ჩამოდის, სხვა სტადიონი და გარემო ხვდება, მაყურებელი არ არის და განწყობაც იმდენად არ აქვთ. ამიტომ, აქ მეტი შანსი იქნებოდა... ჩვენ წელს პირველად გავედით ევროტურნირზე. მოთამაშეთა საშუალო ასაკი 23 წელია.

მივდივართ ესპანეთში, სადაც ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატს თამაშობენ და იქაც ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. ვნახოთ... ხალხმა ისე არ გაიგოს, რომ ვნერვიულობთ - არა, ყველანაირი სტრესი მოხსნილი გვაქვს. ბევრი გავაკეთეთ და კიდევ შეიძლება დავამატოთ, მაგრამ რეალობა არის ის, რაც არის..." - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 32 /
თქვენ ისეთი სიხარული მომანიჭეთ, სულ რომ ძალით გაუშვათ 10 გოლი, მაინც ვერ გავბრაზდები. მოეშვით და სიამოვნება მიიღეთ თამაშისგან
ლადო
11:20 23-09-2020
5
ჭკუათმყოფელი ადამიანი გამარჯვებას ვერ მოგთხოვთ,მაგრამ გრანადასთვის,ეს საერთოდ პირველი მატჩია ევროთასებზე,ეს კი ისეთი დიდი სტრესია,რომ აუცილებლად ექნებათ დაძაბულობა.თუ მშვიდად შევხვდებით მათ შეტევებს და დასაწყისში შევაკავებთ,მათი დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება და შეცდომების დაშვებასაც დაიწყებენ.კონტრშეტევა რომ შეგიძლიათ წინა თამაშებმაც გაჩვენათ.თქვენ თქვენი თამაში ითამაშეთ და შანსი,აუცილებლად მოგეცემათ,მერე კი,ყველაფერი ღმერთის ნებაა.თუ აქამდე ჩვენს თხოვნას ისმენდა,ამის შემდეგ რატომ არ უნდა გვქონდეს, მისი იმედი?ასე რომ,ითამაშეთ თავისუფლად ბიჭებო.ითამაშეთ ღირსეულად და მიიღეთ სიამოვნება.კარგ თამაშს ყველა დააფასებს და დაგიფასებთ.
სოსო
11:45 23-09-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული