თბილისის "დინამო" ტორსჰავნში ჩაფრინდა და სასტუმრო "ფოროიარში" დაბინავდა. თბილისელები ხვალ მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ, ზეგ კი უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაში ადგილობრივ "კლაკსვიკს" დაუპირისპირდებიან. მომავალი მატჩის წინ "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ისაუბრა.
"გათამაშების ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე, რა თქმა უნდა, არ არსებობს, ჩვენ საკმაოდ რთული შეხვედრა გვექნება. კარგ გუნდს ვხვდებით. ვნახეთ და შევაფასეთ მოწინააღმდეგის თამაში. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, განსაკუთრებით, შეტევის ხაზში. არ იქნება იოლი თამაში.
ჩემს ფეხბურთელებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მატჩი ხელოვნურ მოედანზე სპეციფიკური ბურთით ჩატარდება. ეს ყველაფერი გათვალისწინებული
იქნება, მაგრამ მე მჯერა ჩემი გუნდის და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს ვიღონებთ.
ჩვენს წინა და მომავალ მეტოქეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. უელსური გუნდი ფიზიკურად გაცილებით ძლიერი იყო, ტაქტიკაც განსხვავებული ჰქონდა, ფარერული გუნდი კი მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე აკეთებს აქცენტს, უფრო ტექნიკურია, გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენი მეტოქე 100%-ით დაიხარჯება, ჩვენც ასევე სრულად დავიხარჯებით. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში სასურველ შედეგს მივაღწევთ. პლეი-ოფში გასვლის დიდი სურვილი გვაქვს.
ბოლო წლებში ფარერებზე საფეხბურთო დონემ ძალიან მოიმატა. ეს ეხება როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთს. თანაც, ამ ეტაპზე გამარჯვებული 1 მატჩში გამოვლინდება, რაც განსაკუთრებულ მობილიზაციას მოითხოვს", - განუცხადა ჩისკომ კლუბის საიტს.
უსურვეთ წარმატება დინამოს თქვე კაი ხალხო, რას იბოღმებით.
ჩისკოზე უკეთესი ლეგიონერი ვინ იყო საქართველოში. დიდი შანსია მოგების, ყველა ბუკმეიკერულ კომპანიაში დინამოსკენ არის პროგნოზი
უყურე შენ.