თბილისის "დინამო" ფარერებზეა - ჩისკო ამბობს, რომ სპეციფიკურ პირობებში მოუწევთ თამაში

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ტორსჰავნში ჩაფრინდა და სასტუმრო "ფოროიარში" დაბინავდა. თბილისელები ხვალ მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ, ზეგ კი უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაში ადგილობრივ "კლაკსვიკს" დაუპირისპირდებიან. მომავალი მატჩის წინ "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ისაუბრა.

"გათამაშების ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე, რა თქმა უნდა, არ არსებობს, ჩვენ საკმაოდ რთული შეხვედრა გვექნება. კარგ გუნდს ვხვდებით. ვნახეთ და შევაფასეთ მოწინააღმდეგის თამაში. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, განსაკუთრებით, შეტევის ხაზში. არ იქნება იოლი თამაში.

ჩემს ფეხბურთელებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მატჩი ხელოვნურ მოედანზე სპეციფიკური ბურთით ჩატარდება. ეს ყველაფერი გათვალისწინებული
იქნება, მაგრამ მე მჯერა ჩემი გუნდის და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს ვიღონებთ.

ჩვენს წინა და მომავალ მეტოქეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. უელსური გუნდი ფიზიკურად გაცილებით ძლიერი იყო, ტაქტიკაც განსხვავებული ჰქონდა, ფარერული გუნდი კი მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე აკეთებს აქცენტს, უფრო ტექნიკურია, გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენი მეტოქე 100%-ით დაიხარჯება, ჩვენც ასევე სრულად დავიხარჯებით. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში სასურველ შედეგს მივაღწევთ. პლეი-ოფში გასვლის დიდი სურვილი გვაქვს.

ბოლო წლებში ფარერებზე საფეხბურთო დონემ ძალიან მოიმატა. ეს ეხება როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთს. თანაც, ამ ეტაპზე გამარჯვებული 1 მატჩში გამოვლინდება, რაც განსაკუთრებულ მობილიზაციას მოითხოვს", - განუცხადა ჩისკომ კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
გთხოვთ მითხარით იუთუბიზე იქნება დღევანდელი თამაშების ლაივი ?
ლევანი
24 სექტემბერი 2020 18:20
0
მეგობრებო, სად შეიძლება ყურება ვერავინ დამაკვალიანებს?
შაკო
24 სექტემბერი 2020 18:06
0
დინამო ფავორიტია და აუცილებლად მოიგებს. მაგრამ ამ მოგებამ არ უნდა გაადიდგულოს ჩიკო და არ უნდა ჩათვალოს რომ უკვე ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნო და პლეიოფშიც აუცილებლად მოიგებს. პირველ რიგში მან უნდა განსაჯოს ცივი გონებით და დაკვირვებით შეარჩიოს სასტავი. არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეს სოცქსელების რეკომენდაციებს. საშინელებაა, როცა უმეტესობა შეკვეთილი ეკაუნთებით პოსტავს და ძირითადად აინტერესებს თავისი ფავორიტების გასასტავება. ზოგიერთს შექმნილი აქვს 9 ექაუნთი და იმდენი ტვინიც არ აქვს, რომ ყველგან ერთიდაიგივე ტექსტით პოსტავს - ფორუმზეც და ფბ-ზეც.
დინამოს ფანი
24 სექტემბერი 2020 17:34
2
ფარერებმა ამ ბოლო წლებში ძალიან მოუმატაო და თქვენ ვინმე გიშლით მომატებას თუ როგორ გავიგოთ თამაშამდე თავის მართლების დაწყება
შოკირებული გულშემატკივარი
24 სექტემბერი 2020 16:57
0
ამათთან თუ წააგებენ გასაუქმებელია თბილისის დინამო.
jjj
24 სექტემბერი 2020 15:30
0
აჩვენებს ვინმე რეპორტაჟს?
tv
24 სექტემბერი 2020 15:12
0
ამ შემადგენლობით და უელსურ გუნდთან თამაშის მიხედვით ცოტა უიმედობა მიპყრობს მაგრამ იმედია არ შეირცხვენენ თავს და გამარჯვებულები დაბრუნდებიან ფარერებიდან ...მერე კი მართლა ერთი ნაბიჯია ჯგუფამდე. აი ჩისკო და ესპანელები როცა თამაშობნენ დინამოში გარსიას თავკაცობით, ის დინამო რომ იყოს ეჭვიც არ შემეპარებიდა რომ ჯგუფში მოვხვდებოდით ისეთი მარტივი ბადე შეგვხვდა...მაგრამ ვიყოთ ობიექტურები და ვაღიაროთ რომ ეს შემადგენლობა ყველაზე სუსტია ბოლო წლების დინამოს შემადგენლობებიდან... წარმატებები დინამოს და ქართულ ფეხბურთს!
recondite
24 სექტემბერი 2020 14:35
0
რას ბოდიალობს? ხომ მშვიდობაა ჩისკოსთან? რა ტექნიკური გუნდი რა გამოკვეთილი ცენტრფორვარდი? მეთევზე, მებადური, პოლიციელი და მეხანძრე გვეთამაშება! ეს თამაში რომ არ მოიგოთ საერთოდ არ ჩამოხვიდეთ მაქედან. ჩისკოს პირდაპირ შეუძლია ესპანეთისკენ აიღოს გეზი
eeeeee
24 სექტემბერი 2020 14:02
4
მეგობრებო ,აბა ერთი თქვენც დააკვირდით,თვითმფრინავის ტრაპზე,გარედან, მზისგან დენის მიმღები ბატარეები არ აქვს მიმაგრებული?
სოსო
24 სექტემბერი 2020 12:42
0
ეგ თვითმფრინავი არ არის,ტრაპია და ტრაპს აქვს.
ვახო
24 სექტემბერი 2020 17:49
0
დინამოს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ იმ ხალხის საყურადღებოდ მინდა ვთქვა რომ, ეს ის ფარერები უკვე დიდი ხანია აღარაა მეგობარო, შენ რომ გგონია და გახსოვს, უცოლოები და ტაქსისტები და მეთევზეები და ბანკის თანამშრიმლები რომ ბურთაობდნენ!!! ეგ იყო უწინ, ქრისტესშობამდე, ანუ ადრე! წინა ეპოქაში, უხსოვარ დროს!! / ხოდა, ეხლა არის პროფესიული გუნდი, კერძო მეპატრონით და პროფესიონალი ფეხბურთელები ყავს გუნდს, ლეგიონერები, თუ ვინმე ოდნავ გადაავლებს თვალს ამ გუნდის ვიდეოებს და ცხრილის რეიტინგს იქ ნახავთ რომ ეს გუნდი არაა სამოყვარულო. ასე რომ დინამოს არ ექნება იოლი გასეირნება, ბოლომდე მოუწევს თავის დადება და ბევრი გაააზრებული სირბილი და პასი , რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს!
Vasili
24 სექტემბერი 2020 10:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული