"გრანადასა" და "ლოკომოტივის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტაიმი "გრანადასა" და "ლოკომოტივს" შორის 0:0 დასრულდა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ მოწოდების
სიმაღლეზე იდგა.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი, მონტორო, მაჩისი, სოლდადო

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, იმრანი, კირკიტაძე, სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 15 /
ღადაობთ დინამომ რა ქნა არ წერთ თუ შესაბამისი სათაური ვერ მოიფიქრეთ )))))))
1111
00:01 25-09-2020
0
ხტფუ!!! დინამო
100%
23:53 24-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული