თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
დათა თუთაშხიაში რომ არის მომენტი, გაკვირვებული სახით რომ უყვება დათას. “აბეზიანამ საცოლეს კაბა მოპარა. საცოლესა, კაცო, საცოლესა!” :))

აი ეგეთი გაკვირვებული ტონით ვეუბნები ჩემ თავს. “კვიპროსის გუნდთან წააგეს 6:1, კვიპროსის გუნდთან” :((

რა ვიცი რა ვთქვა. გინებასაც არ აქვს აზრი. უთავმოყვარეოები მთელი მენეჯმენტი
“საცოლესა ხალხო, საცოლესა” :(((
25 სექტემბერი 2020 00:32
22
კვიპროსის რომ ყოფილიყო რაღა გვიჭირდა ჯიგარო.
ng
25 სექტემბერი 2020 00:40
0
ძაან კაი. გული მერევა ფიფიას დინამოზე
ზუზუ
25 სექტემბერი 2020 00:30
1
ერთი სიტყვით , არ ვარ თანახმა არანაირად იხარჯებოდეს ჩემი გადახდილი ფული ბიუჯეტში ფეხბურთში, ამაზე უარესი ამიხსენით რა უნდა იყოს? ჩვენც გვქონდეს სამოყვარულო ლიგა, ამაზე ქვევით ჰა ერთი ადგილით ქვევით ჩავიდეთ. მივცეთ სხვა სპორტს, კალათბურთს , რაგბს, წყალბურთს, გვეყო ამათგან ამდენი შეურაწყოფა. ჩვენც და ჩვენ ქვეყანასაც
დათო
25 სექტემბერი 2020 00:30
2
თქვენ გაქვთ იმის ილუზია რომ სანამ ტოტალიზატორები იქნება ქართული ფეხბურთის და კონკრეტული გუნდის სპონსორი რამე გვეშველება? ფიქრობთ რომ ამ ეტაპზე რომელიმე ბიზმესმენი მართლა ჩადებს ფულს რო განვითარებაზე იფიქროს? არარატმა მოიგოო გამოაჭენეთ სტატია და რატო? ვის აინტერესებდა? უბრალოდ შარშანდელი საბურთალოს წაგება თუ არ მოგება გააპრავეთ მაგით, რომ თითქოს არარატი მაგარია.. დინამოზე რაღა უნდა თქვა კაცმა, ეს ისტორიული დღე იყო.. ლოკომოტივს ყოჩაღ, რა ძალაც ქონდათ იბრძოლეს.. იმედია აკვირდებით რომ როცა ფავორიტები არ ვართ მაშინ ვცდილობთ რაღაცას, დანარჩენ შემთხვევაში "არ ვთამაშობთ"..
nnnn
25 სექტემბერი 2020 00:29
6
სასწრაფოდ პრაკურატურააა ჩასარევი
ავთანდილ ყომარბაზოვი
25 სექტემბერი 2020 00:29
1
ფიფია კაცურად კლასკვიკი იყიდე და ჩვენ შეგვეშვი რა.ეს გუნდის პრეზიდენტი კი არა, ჩვეულებრივი ბიზნესმენია და ფულის საჭრელ მანქანად გადააქცია თბილისის დინამო.ეს თუ დარჩა პრეზიდენტათ და აღარ ყოფილა საშველი
სამწუხაროდ
25 სექტემბერი 2020 00:29
0
ძალიან გთხოვთ ნუ ბლოკავთ კომენტარებს ... ამ გუნდს დინამო თბილისი არ უნდა ერქვოს . მიმართეთ ფიფის სხვ სახელი დაარქვას
ზაზა
25 სექტემბერი 2020 00:25
0
სირცხვილი და უთავმოყვარეობის მწვერვალი!!!!!!!
ნკ
25 სექტემბერი 2020 00:24
0
ეხლა ხომ ამათ გინება მოუწევთ ყველამ ვიცით რა დოზით და ხვალ გამოვლენ და კიდე გულშემატკივარს ბრალს დასდებენ გვაბულინგებენ უსამართლოდო
laSha
25 სექტემბერი 2020 00:24
0
სასწრაფოთ გადაარქვით დინამოს სახელი!! და ნუ არცხვენთ იმ დიდი ფეღბურთელების სახელს რომლითაც მთელი ქსრთველები ვამაყობთ. ფიფია სამარცხვინო კაცი.
ფუ
25 სექტემბერი 2020 00:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული