თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
მადლობა ბიჭებო..ვაჟკაცურად თავგანწირივით იბრძოლეთ...მეშვიდე გოლი რომ არ გაატანინეთ
bujanga
25 სექტემბერი 2020 09:13
0
სპორტულ ასპარეზზე საქართველოს სახე იყო დინამო.ეხლა სახე კი არა ტრაკიც აღარ არის.ფიფია შე სოფლის ორღობის გუნდის პრეზიდენტო.ნამუსგარეცხილებო.რა ნამუსით უნდა დაბრუნდეთ თბილისში
tandila
25 სექტემბერი 2020 09:11
0
ესენიც იტყვიან რომ ფეხბურზთელები არიან.ამათ თოხები უნდა დაურიგო და ყანაში გაუშვა, ხოლო ბრიგადირად ფიფი უნდა დაუნიშნო.მაგრამ ვშიშობ იქაც არ ივარგებენ......
თემო
25 სექტემბერი 2020 09:11
0
ფიფიამ თბილისის "დინამო" ვითომ "ფანებით" გასდააქცია "ნაც-ოპოზიციის" ბუდედ... ხულიგნობის ზღვარზე გულშემატკივრობა ფეხბურთს ვერ წაადგება.
tngh
25 სექტემბერი 2020 09:05
5
ამის იქით ამაზე უარესი არის კიდევ რამე? დინამომ დააგვირგვინა იმ შეურაცხყოფების ჩამონათვალი რასაც ეს უთავმოყვარეო ბანძები გულშემატკივარს და ქვეყანას აყენებენ!!!!!!!! წადით რა წადით კარტოფილი დათესეთ ფიფიასთან ერთად რას ერჩით ან დინამოს გულშემატკივარს ან დინამოს სახელს ან მის წარსულს ან იმ სახელოვან დიდ თაობებს გარდაცვლილებს და ცოცხლებს. წადით რა წადით პატრონი არა გყავთ ვინმემ რომ გირჩიოთ? ფიფია აბა დაიმალე ეხლა როგორც იცი ხოლმე!!!!! ჩლუნგი ხომ არა ხარ ვერ უნდა მიხვდე რომ ეს საქმე არ გამოგდის, ხომ შეარცხვინე საშვილიშვილოდ კლუბის წარსული და ქვეყანა რა უნდა ქნა კიდევ რა?! წადი რა ნუ დააწყვიტე ყველას ნერვები!!! ფედერაცია!!!! გამოდით და ახსენით რა განვითარდა ფეხბურთში ბიუჯეტის მილიონები რომ იხარჯება წლებია?! ყველაზე მეტად საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, როგორ შეიძლება ამ უილაჯო უჯიგრო უმაქნის ბანძებს უგულშემატკივარო და ინერვიულო?! წადით რა წადით საერთოდ არაფრის გწამთ?! ფარერების ისტორიაც ხომ დაწერეთ ისტორიაში შეხვედით მეტი რა უნდა ქნათ?! რომან წადი რა შეგვეშვი რას გვერჩი რას ერჩი მესხის, მეტრეველის, პაიჭაძის, დარასელიას, ყიფიანის, შენგელიას და კიდევ ბევრი უდიდესი დინამოელის სულს?! წადი რა კიდევ რამდენი ტკივილი და შეურაცხყოფა უნდა მიაყენო გულშემატკივარს და დინამოს სახელს?!
უბრალოდ დინამოს გულშემატკივარი 30 წელი!!!
25 სექტემბერი 2020 09:03
0
კატასწროფა.ლარი და ქართული საკლუბო ფეხბურთი ერთ დღეში არიან
gio gio
25 სექტემბერი 2020 08:58
2
ამათ დინამოს ბაზასთან უნდა დახვდეს წესით ხალხი და სულ პანჩურის კვრით უნდა გაყარო გუნდიდან თავისი მწვრთნელიან პრეზიდენტიანად.
ბერმუხა78
25 სექტემბერი 2020 08:54
1
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია და გმობს ფარელის კუნძულებზე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ გაუპატიურებას. ჩვენ როგორც ყოველთვის მივიღებთ უმკაცრეს ზომებს, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს.
მარეკ შჩიგელი
25 სექტემბერი 2020 08:52
1
ფარერებთან 1-6.ამის მერე რა უნდა თქვა?წარმოიდგინეთ ამ დინამომ ბათუმს უშანსოდ მოუგო.სადაა ჩვენი ფეხბურთი?მგონი საერთოდ არ გვაქვს ფეხბურთი.ამხელა ისტორიული კლუბის მფლობელი რომ ხარ მეტი პასუხიგებლობა უნდა გაგაჩნდეს.როცა ხედავ რომ თავს ვერ ართმევ უნდა წახვიდე.არაა ფეხბურთი შენი საქმე რომანოზ.შეეშვი,გაყიდე კლუბი.დინამო ბრენდია და აუცილებლად გამოუჩნდება მყიდველი.თუმცა ასეთი მარცხის მერე რა ბრენდზეა საუბარი.ყველა ფეხბურთელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.დინამოს მაისური რომ გაცვია ფარერებთან ასე უნდა აგებდე.მთლიანი გუნდი,მწვრთელი,ფეხბურთელი,მფლობელი ყველაფერი უნდა შეიცვალოს ასეთი სამარცხვინო,კატასტროფის შემდეგ
master
25 სექტემბერი 2020 08:45
0
აქ ვიღაცამ 0-4 წავაგებთო,დიზლაიკებით გაუვსიათ...სულაც არ არმგონია ხუმრობით დაეწეროს.ეს ადამიანი რეალურად აფასებს დღევანდელი ქართული ფეხბურთის კატასტროფულ მდგომარეობას.არა ისე,როგორც იმ დიზლაიკების დამწერნი ღრუბლებში რომ დაფრინავენ.
....
25 სექტემბერი 2020 08:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული