თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
სირცხვილია ფარერების გუნდის წაგებაზე ფსკერი არ არსებობს. ამ ხალხმა საკუთარ თავს ფეხბურთელი როგორ უნდა უწოდონ აღარ მესმის, ნამუსი თუ შერჩათ რომელიმეს დაასრულონ კარიერა. და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს გაჭირვებული ხალხის მიერ შეგროვილი ბიუჯეტის ასეთ სისულელეებში ფლაგვა, რასაც არათუ მატერიალური მოგება, რაიმე დადებითი ემოციაც კი აღარ მოაქვს
Nedved
25 სექტემბერი 2020 00:43
0
სამარცხვინო ამათმა როგორ უნდა თქვენ ბეხბურთელები ვართო,ვაბშე უნდა დას დალიო და ბავშთა ლიგაზე უნდა ათამაშო სამარცხვინოები ყველანი მენეჯმენტი დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული წადით რა სხვა პროფესია ნახეთ ქომაგებს რო დავცინით
გიორგა
25 სექტემბერი 2020 00:43
1
საღოლ ლოკომოტივს.დინამო წადი რა "ჭ" ლიგაში.პირველად ვწერ ასეთ კომენტარს.უარესის ღირსები ხართ.თქვენ დამარხეთ ფეხბურთი
Picaso
25 სექტემბერი 2020 00:43
2
პორნოგრაფია
giorgi gorgadze
25 სექტემბერი 2020 00:42
0
-წავაგეთ
-გაგიჭირდებოდათ
ქიხია
25 სექტემბერი 2020 00:42
4
მთავარია ცოცხლები დაბრუნდნენ, ზედმეტმა ოფლიანობამ არ აწყინოთ და რადიკულიტი არ აიკიდონ... მგონი გადავრჩით, არცერთს ოფლი არ გამოსვლიაო, ანუ არ დაცივდებიან... ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ!!!!! თორე ამათი გგრიპი გვინდა კიდევ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
25 სექტემბერი 2020 00:37
1
მერე რა მოხდა ბარსელონამ 8-2 წააგოო დაახლოებით ეგეთ რამეს იტყვის ფიფო ))))
1111
25 სექტემბერი 2020 00:37
1
ვისთან წააგო გააჩნია
Kotiko
25 სექტემბერი 2020 06:28
0
წავიდეს ფიფია!!! გადადექი შე უთავმოყვარეო კაცო!!!!!!! უნამუსოო!!! არ დამვლოკოთ იცოდე!!!!
გადასარევი გიორგი
25 სექტემბერი 2020 00:37
0
ფიფიას ხელში ამ გუნდს არავითარი მომავალი არ აქვს. დავიჯერო ვერ ხვდება რომ მწვრთნელების შეცვლის მაგივრად ფული უნდა დახარჯოს და ფეხბურთელები იყიდოს??? თუ ჯგუფში მიხვედრა გინდა ამაზე მეტად რაღა უნდა გაგიმართლოს??
გუჯი
25 სექტემბერი 2020 00:37
1
გააუქმეთ ეს კლუბი. მოაშორეთ ფიფია ფეხბურთს.
KKK
25 სექტემბერი 2020 00:34
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული