თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
საუკუნის,უფრო სწორედ ათასწლეულის რეკორდები,ყველას ჩვენ უნდა დავამყარებინოთ? ახია ჩვენზე ყველაფერი.დინამო სოფლის გუნდი გახადა-ხმას არავინ იღებს. ეროვნულ სტადიონზე გეების და ნარკომანების კლუბი გახსნა- ყველას ყ..ზე კიდია. სტადიონზე საფარი არ ვარგა და საინფორმაციო ტაბლოები არ მუშაობს და არც არასოდეს უმუშავია- არავის არ აინტერესებს.როგორი საზოგადოება და როგორი გულშემატკივრებიც ყავს ამ ქვეყანას ისეთივე ფიფია და დინამო გვყავს. გუნდს,რომელსაც მიხუინის ნაცში შემძვრალი პრეზიდენტი ყავს,რა უნდა მოსთხოვო!?
დ.დ.
25 სექტემბერი 2020 03:51
15
დასაშლელია ეს გუნდი,ხელფასს რატომ უხდით?
ლექსოვანი
25 სექტემბერი 2020 08:23
1
1000%-იანი ხარ მართალს წერ!!!
Simartle
25 სექტემბერი 2020 06:46
0
ძალიან უნდოდათ ფარერისტებს მეშვიდე გოლის გატანა, მაგრამ ყ.. ვერ მოჭამეს ამხ. ფიფიას!
დ.დ.
25 სექტემბერი 2020 02:06
0
ამ ყველაფრის მერე, თუ გამეცინებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. საღოლ !
100%
25 სექტემბერი 2020 07:21
0
წავიდეს ფიფია!!! გადადექი შე უთავმოყვარეო კაცო!!!!!!! უნამუსოო!!! არ დამვლოკოთ იცოდე!!!!
გადასარევი გიორგი
25 სექტემბერი 2020 00:37
0
ვეტერანებო, დინამო ჩვენი ოჯახი იყო და იქნებაო ყოველთვის რომ გაიძახოდით, სადა ხართ ერთი ხმა როგორ არავინ არ ამოიღეთ ამდენი ხანია.რა გიქნათ ასეთი ფიფიამ რომ ამ ოჯახმა რამდენი ხანია თავისი სახე დაკარგა და თქვენ კიდე სდუმხართ.საშა,ვოვა,თენგიზ და ა.შ. სადა ხართ გაგვაგონეთ თქვენი ხმა თუ გაწყობთ ასეთი დინამო.მაშინ დიდი ბოდიშის მოხდით პა ხოდუ გემოვნებაც დაგიკარგიათ რაღაც-რაღაცეებთან ერთად.ეეეჰ--- ბიჭებო,ბიჭებო,ბიჭებო,გამარჯვება ბიჭებო.ამის ავტორი და დათო,ვიტალა,რამაზი,მიშა და ა.შ.საფლავში რამდენჯერ გადატრიალდნენ დღეს ვინ იცის....
კახა ქ.
25 სექტემბერი 2020 03:42
2
მაგ ვეტერანების დუმილმა დამარხა ქართული ფეხბურთი დიდი ხანია....არ მახსოვს ვინმეს ხმა ამოეღოსცამ ხნის მანძილზე...
gg
25 სექტემბერი 2020 09:37
0
პირდაპირ აქვთ "ჩვენი ოჯახი" გაგებული და მარტო თავისიანებს ათამაშებენ. სხვას არ ახარებენ. იმიტომ ვართ ერთ ადგილას...
123
25 სექტემბერი 2020 09:48
0
მთავარია ცოცხლები დაბრუნდნენ, ზედმეტმა ოფლიანობამ არ აწყინოთ და რადიკულიტი არ აიკიდონ... მგონი გადავრჩით, არცერთს ოფლი არ გამოსვლიაო, ანუ არ დაცივდებიან... ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ!!!!! თორე ამათი გგრიპი გვინდა კიდევ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
25 სექტემბერი 2020 00:37
1
არის ასეთი არსება - ამება. რომელიც არის ერთ-უჯრედიანი. არის და რა ქნას.
წესით ყველაზე უსარგებლო არსება ამ ქვეყანაზე.

მითხარით 1 არგუმენტი მაინც რითი სჯობია ამებას დინამო თბილისი თავის პრეზიდენტიან-მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად, გარდა იმისა რომ თვის ბოლოს ხელფასი ერიცხებათ, აქედან 50% უკიდურესად ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტიდან...

წადით!!!
თქვენ ჩვენ ძალიან დაგვღალეთ!!


დიდგორელი
25 სექტემბერი 2020 02:59
1
მეხუთე გოლმა ფსიქოლოგიურად გატეხა გუნდი)
გიო
25 სექტემბერი 2020 00:21
1
მსაჯის ბრალია მალე დაამთავტა თორემ 6:6 მთავრდებოდა და მერე ვინ იცის იქნებ მეშვიდეც შეგვეგდო
Zura
25 სექტემბერი 2020 01:40
0
სირცხვილია ფარერების გუნდის წაგებაზე ფსკერი არ არსებობს. ამ ხალხმა საკუთარ თავს ფეხბურთელი როგორ უნდა უწოდონ აღარ მესმის, ნამუსი თუ შერჩათ რომელიმეს დაასრულონ კარიერა. და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს გაჭირვებული ხალხის მიერ შეგროვილი ბიუჯეტის ასეთ სისულელეებში ფლაგვა, რასაც არათუ მატერიალური მოგება, რაიმე დადებითი ემოციაც კი აღარ მოაქვს
Nedved
25 სექტემბერი 2020 00:43
0
ამ გუნდს უნდა გადაერქვას სახელი და უნდა დაერქვას თბილისის "სა.....თი" ვინც დამიბლოკოს თღბილისის დინამოელი იყოს
გიორგი
25 სექტემბერი 2020 02:30
1
სისხლის სამართლის კოდექსით შეურაცხყოფისთვის სასჯელია გათვალისწინებული და ეს შეურაცხყოფა არ იყო ?! ბატონო ალექსანდრე, ბატონო თენგიზ, ბატონო ვოვა და ა.შ. ხმას რატომ არ იღებთ რატომ, იმ დიდი დინამოელების სულებს რას ეუბნებით?! წამოიწყეთ კამპანია და ამ პიტალოსგან გამოვისყიდოთ დინამო რას ელოდებით?!
!!!!!
25 სექტემბერი 2020 09:12
0
ხალხო ვისაც მართლა შეგტკივათ გული შევიკრობოთ სადმე ხმა ამოვიღოთ ეს უკვე მეტისმეტია ამდენს ვითმენთ და ეს უკვე მართლაც პიკია წაგება წაგებაა მარა 6:1 წაგება ფარერებთან... შევიკრიბოთ და ყველაფერი ვქნათ რომ ფიფია წავიდეს!!!
KA
25 სექტემბერი 2020 02:06
0
მეც ეგ უნდა დამეწერა; ფიფიას თვითონ თუ არ ეყო ნამუსი და არ წავიდა გულშემატკივრებმა უნდა მოვუწყოთ აქციები და გადავაყენოთ! ამის შემდეგ კი ბიძინამ აიღოს სადავეები ხელში და გააკეთოს საშუალო ევროპული დონის კლუბი, რით ვერ დავიმსახურეთ 81 წლის მერე ერთი ნორმალური ქართული კლუბი!
ლევანი
25 სექტემბერი 2020 03:25
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული