თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
ყველამ მაპატიოს და იცით რა გრძნობა მაქვს, შინაური რომ მოგიკვდება და ჯერ ვერ აცნობიერებ. არა და ისტორია დაიწერა. ხტფუ !!!
100%
25 სექტემბერი 2020 01:10
0
თქვენ რომ კაცობა გაგაჩნდეთ, ხარაკირი უნდა გაიკეთოთ, მაგრამ ამაშიც არ უქნიხართ ღმერთს. ასეთ სამარცხვინო სიცოცხლეს როგორ შეეგუებით, არ ვიცით. თქვენ არასოდეს არავის არ გაახსენდებით.
ელგუჯა
25 სექტემბერი 2020 01:08
0
მოაშორეთ ფიფია,
სარა
25 სექტემბერი 2020 01:06
0
სამარცხვინო ამათმა როგორ უნდა თქვენ ბეხბურთელები ვართო,ვაბშე უნდა დას დალიო და ბავშთა ლიგაზე უნდა ათამაშო სამარცხვინოები ყველანი მენეჯმენტი დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული წადით რა სხვა პროფესია ნახეთ ქომაგებს რო დავცინით
გიორგა
25 სექტემბერი 2020 00:43
1
ღადაობა რა იქნება იცი? როგორც ეს მეზღვაურები და მწყემსები აკეთებენ ისე უნდა გავაკეთოთ საზოგადოებამ ერთი გუნდი რომლებსაც ფეხბურთი ასე თუ ისე გამოგვდის და ვითამაშოთ ჩემპიონატში.. დინამოს ამ მოთამაშეებს რომ კითხო რას საქმიანობო გეტყვის ფეხბურთელი ვარო... ამათ ეხლა ფეხბურთელები უნდა ერქვათ? წადით ბიძია რამე საქმე მონახეთ
ვავავა
25 სექტემბერი 2020 13:27
0
დინამოს ნახევარი გუნდი ემდიემეიზე ზის და მეორე ნახევარი მეტადონზე,ფეხბურთს არავინ თამაშობს და რა გასაკვირია ასეთი შედეგი.

ფეხბურთის ფედერაცია კი ჩვეულებრივი კორუფციის ჭაობია, რადგან პასუხის მომკითხავი არავინაა ამ ქვეყანაში
gio
25 სექტემბერი 2020 17:32
2
და სად წავიდა 300 მ ი ლ ი ო ნ ი ?! კრემლის დასმული - მძევალი ივანაშვილის და მისი ხარბი, ცბიერი ნახირი- კალაძეების ,,პოლიტიკურ,, -ფინანსურ კრიმინალურმა კლანებმა ხომ არ შეჭამეს ?! - და არსებული შედეგი რომ დადგა -პასუხისმგებელი ვ ი ნ არის ?! სწორად რომ ქართველობა, ქართული საზოგადოება -პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ე ლ ს რომ არავის ხდის - ამიტომ ვართ არსებულ გაუსაძლის, ღატაკ და უკვე ყ ვ ე ლ ა სფეროში და ყველა მიმართულებით რეგრესირებადი, პესიმინტური - უპერსპექტივო, უ ღ ი რ ი იყოფით ...-რა არ -ვერ გავიგეთ ქართველობავ - ვის გაუგია მსტოვრების, ვაჭრების, ქურდების და კარიერისტების ა შ ე ნ ე ბ უ ლ ი სახელმწიფო, განმტკიცებული -პროგრესირებადი გარემო ყ ვ ე ლ ა სფეროში და ყველა მიმართულბით?! დ გ ე ბ ა მხოლოდ რეგრესირებადი -უპერსპექტივო ვითარება ... - აბა, ი ც ი თ 2012 წლიდან - სხვა ,,სფეროების,, - დასაკმაყოფილებლად რამდენი 100-ობით მილიონი, მილიარდი არის შეჭმული ?! 2012 წლიდან -1 2 მილიარდი დ ო ლ ა რი ...ამიტომ გვაქვს უკვე 19 %-ტით შემცირებული ეკო-კა,სიღატაკე, უიმედობა, უპერსპექტივობა... -არავინ იბჟუტუროთ ახლა ,,პოლიტიკა და სპორტი სხვა და სხვა არსო,, ...,,თუ მთელმა ე რ მ ა გამარჯვება ა რ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ...,,
გლახუნა
25 სექტემბერი 2020 17:12
16
უგულავას მილიონები სად წავიდა გლახუნ? მაგრად, რომ იგულავა არა?
მიშისტა გლახას
25 სექტემბერი 2020 19:01
12
ფიფია, დინამოს თითოეული ფეხბურთელი, მწვრთნელები, კობიაშვილი, ყაველაშვილი, კალაძე ბოთლზე კი არა, შტოფზე არიან დასასმელები...შეუცვალეთ დინამოს სახელი, დაარქვით თბილისის კალაძე ან კობიაშვილი ან თბილისის ბორია...ტალახში ნუ სვრით მიშას, სლავას, ილიას, დათოს, ვოვას, საშას, ვიტალის, სერგოს, ოთარის დინამოს... პატივისცემით თქვენი
kargebi
25 სექტემბერი 2020 16:02
10
ამათ თავმოყვარეობა რომ ქონდეთ, ჯერ გულშემატკივარს უნდა მოუხადონ ბოდიში მერე ავიდნენ დავით ყიფიანის სლავა მეტრეველის მიხეილ მესხის ბორის პაიჭაძის გივი ჩოხელის ვიტალი დარასელიას რამაზ შენგელიას და სხვა ლეგენდარული დინამოელების საფლავებზე იმათ მოუხადონ ბოდიში დატოვონ დინამოს მაისურები ჩაკიდონ ფიფიას ხელი და წავიდნენ!!!
pirlo
25 სექტემბერი 2020 14:53
0
ნეტავ ხევისბერი გოჩას შვილები იყოთ.
ელგუჯა
25 სექტემბერი 2020 01:11
0

სიახლეები პოპულარული