თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
მე მაინტერესებს რა უნდა თქვან, როგორ უნდა ჩამოვიდნენ?... ალბათ ყველაზე ადეკვატური ყველას წასვლაა ხო საერთოდ?..
Irakli Apkhaidze
25 სექტემბერი 2020 02:06
0
როგორ მწყინს რომ 37 წელი არაა და სტალინი ცოცხალი რომარაა
dinamo
25 სექტემბერი 2020 00:19
6
სანამ კობიაშვილი იქნება ფედერაციის პრეზიდენტი იქნება ასე.კაი ფეხბურთელი ცუდი მენედძერი.
ერთადერთი პრიზი - 2018 მრავალფეროვნების პრიზი.
ეტყობა ეს არის მისი ზღვარია. თან წაიღოს და წავიდეს!
გოგი
25 სექტემბერი 2020 02:57
33
კობიაშვიკი რა შუაშია გუშინდელ მარცხთან და დინამოსთან?თუ რამე პირადულია და ბარემ დინამოს წაგებასთან მიაბი და ლანძღავ?! არც კობია ანგელოზი,მაგრამ წინა ფედერაციებისგან განსხვავებით კლუბებს მხოლოდ ეხმარება და არ ერევა კერძო კლუბის მართვაში. ცოტა გაერკვიეთ ფეხბურთში და არაა აუცილებელი ყველა და ყველაფერი ლანძღოთ.
:-)
25 სექტემბერი 2020 06:41
2
გააუქმეთ ეს კლუბი. მოაშორეთ ფიფია ფეხბურთს.
KKK
25 სექტემბერი 2020 00:34
2
ძაან კაი. გული მერევა ფიფიას დინამოზე
ზუზუ
25 სექტემბერი 2020 00:30
1
ძალიან გთხოვთ ნუ ბლოკავთ კომენტარებს ... ამ გუნდს დინამო თბილისი არ უნდა ერქვოს . მიმართეთ ფიფის სხვ სახელი დაარქვას
ზაზა
25 სექტემბერი 2020 00:25
0
ფიფია კაცურად კლასკვიკი იყიდე და ჩვენ შეგვეშვი რა.ეს გუნდის პრეზიდენტი კი არა, ჩვეულებრივი ბიზნესმენია და ფულის საჭრელ მანქანად გადააქცია თბილისის დინამო.ეს თუ დარჩა პრეზიდენტათ და აღარ ყოფილა საშველი
სამწუხაროდ
25 სექტემბერი 2020 00:29
0
სირცხვილი და უთავმოყვარეობის მწვერვალი!!!!!!!
ნკ
25 სექტემბერი 2020 00:24
0
ეხლა ხომ ამათ გინება მოუწევთ ყველამ ვიცით რა დოზით და ხვალ გამოვლენ და კიდე გულშემატკივარს ბრალს დასდებენ გვაბულინგებენ უსამართლოდო
laSha
25 სექტემბერი 2020 00:24
0
წადი თქვენი ---- ----'
ლუი
25 სექტემბერი 2020 00:20
0

სიახლეები პოპულარული