თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
ისე მჯეროდა თბილისის დინამოს გასვლა რო ლოკომოტივის თამაშზე უფრო ვიყავი გადართული და.... თურმე აქეთ რა ამბები ყოფილა... ლოკოს მალადეც...კაცი როარ გაეგდოთ მინიმუმ ნიჩია იქნებოდა...
ეუუუფ...
25 სექტემბერი 2020 01:37
0
კობი, გლდანის საარჩევნო ოლქში როგორ არის საქმე?
llcl
25 სექტემბერი 2020 01:05
10
ჩამოართვით ამას დინამოს სახელის ტარების უფლება მოგვჭრა თავი შუაგულ ევროპაში მართლაც და საზღვარი აღარაა? დინამო ყველასთვის გულისტკივილია არ მინდა წარსულით აპელირება ოოღობდ რაღაც ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს ამის საქციელი ტალანტს კლუბში არ აჩერებს ეგრევე ყიდის წესიერი ლეგიონერი არ მოყავს ყველა ფარჩაკი არშემდგარი ფეხბურთელიია ჩისკო რა რომელი კუპერი და პოჩეტინო ეგ მყავს მოიწვიე რა წესიერი ხალხი შეუთანხმდი რომელიმე დიდ გუნდს ვთქვათ დორტმუნდის ბორუსიას გამოგზავნიან სპეციალისტების ჯგუფს და დაწყებული აკადემიიდან დამთავრებული მთავარ გუნდამდე სისტემას ჩამოაყალიბებენ მთავარ კონცეფცია ის უნდა იყოს რომ მესამე წლიდან უკვე გუნდი ჯგუფური ეტაპის საკვალიფიკაციოს უნდა ითამაშოს და იქაც შანსი 50/50 უნდა ქონდეს მაგრამ რა ამას ფული უნდა და ფიფიას მუთაქები არ გამოელია ტენის და ტენის რამდენი წელია უკვე კლუბის მეპატრონე ხარ არ გცხვენია მაინც კლუბების მეპატრონეებთან შეხვედრებზე არ დადიხარ ალბათ
კახა
25 სექტემბერი 2020 01:20
0
სანამ ფიფიაა ასე იქნება. გაანადგურა დინამოს იმიჯი. წადი ფიფო თავი დაანებე დინამოს.
კოტე
25 სექტემბერი 2020 01:10
0
თქვენ გაქვთ იმის ილუზია რომ სანამ ტოტალიზატორები იქნება ქართული ფეხბურთის და კონკრეტული გუნდის სპონსორი რამე გვეშველება? ფიქრობთ რომ ამ ეტაპზე რომელიმე ბიზმესმენი მართლა ჩადებს ფულს რო განვითარებაზე იფიქროს? არარატმა მოიგოო გამოაჭენეთ სტატია და რატო? ვის აინტერესებდა? უბრალოდ შარშანდელი საბურთალოს წაგება თუ არ მოგება გააპრავეთ მაგით, რომ თითქოს არარატი მაგარია.. დინამოზე რაღა უნდა თქვა კაცმა, ეს ისტორიული დღე იყო.. ლოკომოტივს ყოჩაღ, რა ძალაც ქონდათ იბრძოლეს.. იმედია აკვირდებით რომ როცა ფავორიტები არ ვართ მაშინ ვცდილობთ რაღაცას, დანარჩენ შემთხვევაში "არ ვთამაშობთ"..
nnnn
25 სექტემბერი 2020 00:29
6
-წავაგეთ
-გაგიჭირდებოდათ
ქიხია
25 სექტემბერი 2020 00:42
4
აზრის დაფიქსირება მსურს იმ ადამიანებთან ვუსაც უყვარს ფეხბურთი ,და მომეცით საშვალება,მაქსიმალურად კორექტური ვარ ! ხალხნო ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დინამო თბილისი !სხვა გზა არ არის,ფიფია არის არა მარტო ფეხბურთის არამედ ქვეყნის მტერი!და როგორ დავიბრუნოთ ერთად მოვიფიქროდ ,მე მაქვს ჩემი იდეა თქვენც გაქვთ ,ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ ნულიდან
თეოფანე
25 სექტემბერი 2020 01:21
0
ფიფია, წადი !!!
გიორგი ხომერიკი
25 სექტემბერი 2020 01:16
0
ეს ჩვენი ბრალიცაა გულშემატკივარის ამდენს რომ ვაბედინებთ ფიფიას და პირად კანტორად გადააქცია ჩვენი ( და არა ფიფიასი) თბილისის დონამო!!!
pirlo
25 სექტემბერი 2020 13:13
1
დიდი ხანია რაც ვამბობ იმას,რომ საქართველოს ჩემპიონატი ნახევრად სამოყვარულოა მეთქი და სანამ ბავშვთა ფეხბურთში(ერთიანი სისტემა,მწვრთნელების მასობრივი გადამზადება,ეს ეხებათ ფიზმომზადების მწვრთნელებსა და ფსიქოლოგებსაც)მანამ ასე ვიქნებით დალექილი ფსკერზე!!!
!!!
25 სექტემბერი 2020 01:24
0

სიახლეები პოპულარული