"აჯიკამოტივმა" და "ჩახოხბილისმა" ის მიიღეს, რაც ეკუთვნოდათ - რუსები ქართული გუნდების მარცხებზე

AutoSharing Option
გუშინ, 24 სექტემბერს, თბილისის "დინამო" და "ლოკომოტივი" ევროპა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებას დაემშვიდობნენ და ამ ამბავმა რუს გულშემატკივრებს შორის სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია.

championat-ზე დაწერილ სტატიებს საკმაო ოდენობის კომენტარები ჰქონდა. ჩვენ ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო მათგანს შემოგთავაზებთ.

"აჯიკამოტივმა და ჩახოხბილისმა ის მიიღეს, რასაც იმსახურებდნენ. მომიწყეს მთებში ზეიმი."

"კლაკსვიკი" ასე ითარგმნება: 6 გოლი 1 თამაშში."

"რაღაც ქართველების ხმა არ მესმის დღეს."

"ძალიან მტკივნეულია, ასეთი ისტორიის მქონე კლუბი ასე რომ მარცხდება..."

"რასაც ვუყურებ, პოსტსაბჭოთა კლუბები ფსკერზე დაეშვნენ. ჩვენ კი საერთოდ, მარიანის ღრმულში ვართ."

"ამას რომ ხედავდნენ მიხეილ მესხი, დავით ყიფიანი, გივი ჩოხელი, რამაზ შენგელია, ბორის პაიჭაძე და საბჭოთა საქართველოს სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები, საფლავში გადატრიალდებოდნენ."

"დღეს ყველა ახალი ამბავი ერთმანეთზე უფრო მტკივნეული იყო."

"არ მინდა იმის წარმოდგენა, "კლაკსვიკი" მოსკოვის "დინამოს" რა დღეში ჩააგდებდა..."

"ეს როგორ, "გრანადას" ალბათ ძალიან გაუმართლა, მრისხანე თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხება რომ შეძლო, მაგრამ, თბილისელო "რკინიგზელებო", არ ინერვიულოთ, ყველა გრანდს აქვს ჩავარდნები. აგერ, "ტოტენჰემიც" ძლივს გავიდა..."

"ეჰ, არადა, "ლოკომოტივს" "დინამოსთან" უნდა წაეგო..."

"რა გეგონათ, მანდაც მოსკოვის "დინამოს" ეთამაშებოდით?!"

"თბილისელებს ესპანეთში ისეთი საბრძოლო განწყობა არ ჰქონიათ, როგორც "დინამოსთან" მატჩში იყო."

მკითხველის კომენტარები / 54 /
რა კომენტარი უნდა გააკეთო, უბრალოდ მეცინება ამატი შემხედვარე, დამტკიცდა რასაც წარმოადგენთ
0
აჯიკამოტივმა კი გაგიყარათ და)))) რაც შეეხება იმ ნაგავს, რასაც დინამოს ვერ ვუწოდებ, ასემც გიქნიათ აგინეთ ყველამ. შაერგოთ
azata
17:31 26-09-2020
0

სიახლეები პოპულარული