რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
რამდენი ჩაგერიცხა?
klaster
28 სექტემბერი 2020 12:11
0
უსაზღვრო პატივისცემით და უდიდესი იმედით ველოდებით ალბათ, დინამოს ყველა თაობის და ასაკის გულშემატკივრების უდიდესი უმრავლესობა, სახელოვანი დინამოელების რეაქციას და შემდგომ ქმედებებს(ჯერჯერობით ამაოდ), იმ უკანასკნელი წლების კატასტროფასთან დაკავშირებით რისი გვირგვინიც ბოლოს განიცადა კლაკსვიკთან ამ ოდესღაც დიადმა კლუბმა. ალბათ ერთ-ერთი იდეალური გამოსავალი იქნებოდა მართალაც, რომ დინამო სააქციო კლუბი გახდეს და მისი აქციების შეძენა უბრალო გულშემატკივრისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს, თორემ ამ კაცის ხელში არათუ სპორტული მიღწევები. საერთოდ შეიძლება მართლა გაქრეს ეს კლუბი !!!!
დინამოს გადასარჩენად !!!!
28 სექტემბერი 2020 11:10
1
წადი რა რუსეთში იყიდე რამე კლუბი მაგის მეტი რა არის, რა დაგვაწყვიტე ნერვები რას გვერჩი ხომ ხედავ არ გესმის ეს საქმე სირცხვილით თავს არ უნდა ყოფდე გარეთ და შენ კიდევ რეებს ბოდიალობ?!
!!!!!
28 სექტემბერი 2020 09:27
2
ასე სამარცხვინო წაგების მერე, რომელ 2 წლიან პროგრესზე ლაპარაკობს, მთელი გუნდი და მწვრთნელი შესაცვლელია. საქართველოში ვერ მონახა ჩისკოზე უკეთესი დინამოელი მწვრთნელად? ეს კაცი ანადგურებს საერთოდ თბილისის დინამოს სახელს.
gio
28 სექტემბერი 2020 08:08
0
ეს მარტლა უნამუსო კოპილა რა გააკეტე ბენიო მოიკვანე გუნდჰი დინამო ტბილისი და ბენიო სხვებზე არაპერს ვამბობ დინამო გადააკციე პულის საჰოვნელ დანადგარატ ცადი რა დროზე ჰენი ადგილი კარგად იცი სადაცაა არ ვიგინები დამბლოკავტ კვასხვადზეს რო გუნდჰი მიიკვან კაი რა
lekso kutaisi
28 სექტემბერი 2020 07:59
0
ეს გვეკაიფება მე მგონი..... დავიღალე ამის სისულელეებით
alex
28 სექტემბერი 2020 04:27
0
აჰა ხომ ამბობს "თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნებიო"

კიდევ ერთხელ გთავაზობთ, დავაფუძნოთ "დინამო თბილისის გადარჩენის ფონდი" შევაგროვოთ ფული ვისაც ამ გუნდზე გული შეგვტკივა, გავაკეთებინოთ დინამოს ქონების აუდიტორული შეფასება თავის ბაზიან-აკადემიანად და გამოვისყიდოთ ფიფიასგან სააქციო საზოგადოების სახით.
ვისაც დინამო უყვარს არავინ დაინანებს ფულს, ვიღაც 10 ლარს ჩარიცხავს, ვიღაც 200 ლარს, ვიღაც 1500 და ა.შ. თითოეული დინამოს გადამრჩენელი შემოტანილი თანხის შესაბამის რაოდენობას მიიღებს აქციების სახით.

დარწმუნებული ვარ ბევრი ცნობადი სახე გამოჩნდება და ფინანსებსაც არ დაინანებენ, ზოგიერთი პოლიტიკოსი მარტო ხალხის თვალში ქულების დასაწერად 10-15 ათასს ისე ჩარიცხავს არც დაფიაქრდება.

სეზონის ბოლომდე თავისუფლად შეგროვდება საჭირო თანხა. მაინც ჩვენი ფული იხარჯება ჰაერში და არ ჯობია გონივრულად დაიახარჯოს და თან გავაკონტროლოთ სად იხარჯება?
უნივერსალი
28 სექტემბერი 2020 01:45
1
ბატონო რომან, რა ვქნა, რიტ გაგახაროტ, საქმე ისაა, რომ ლამბროზოს ტეორიის მიხედვით კრიმინალისა და არამზადას ჰაბიტუსი გაქვთ, შეიძლება ხართ კიდეც, რადგან არამხოლოდ გამომეტყველება მსჯელობაც არამზადული და კრიმინალური გაქვთ...გინდათ მოგვატყუოთ ბატონო რომან ფიფია? ამასთან დაკავშირებიტ მოგიძღვნით ერტ ლექსს:- არა ბატონო მელაო, ახლა აღარა ბნელაო, ამოდი ხეზე დაგვახტი ეზე"...
fifia
28 სექტემბერი 2020 01:22
1
ბატონო რომან (და მომხრეებო)!

მესმის ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა დინამოში. აკადემია მართლაც კარგად მუშაობს, ცოტა ფული არ დახარჯულია და საკმაოდ ბევრი რამ კარგად აჩანს. დრო კიდვე უფრო გამოაჩენს...
მაგრამ და აქ ძალიან დიდი მაგრამ!!!

არც ერთი აფრიკელი ან სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი. ისეთი მართლა რომ ფეხბურთელია და 1 თავით მაინც სჯობს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს! რა გახდა 3-4 სკაუტის დაფინანსება? აფრიკელი, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრა ფეხბურთელი რომ მოვიძიოთ... თუნდაც ევროპის ლიგის პლეიოფში თამაში არ იქნება ბევრისთვის ცუდი მოტივაცია. ოღონდ წესიერად რომ მოძებნო. იგივეს ვიტყვი ლათინური ამეიკის ქვეყნებზე. ბრაზილია-არგენტინიდან თუ ვერა, კოლუმბია, ურუგვაი და ა.შ. სკაუტი სკაუტად და 21-ე საუკუნეში თამაშების ყურება ბევრად გაიოლდა, მოინიშნე საინტერესო ფეხბურთელები და მერე საქმეში ნახე. სკაუტურ ფირმასთან გააფორმე კონტრაქტი. ბევრი შესაძლებლობაა, რომელსაც არ იყენებთ.
ამის ნაცვლად ცხვარი მენეჯმენტი გყავდათ წლები! მაქინაციებში ეჭვმიტანილი ტყავაძე (ალვარო როგორ მოიცილა მაგალითად).
ამის ნაცვლად გამოდიხართ და დამცინავად ხან გუნდ ვაახალგაზრდავებო და ხან ევროტურნირებისთვის ვაძლიერებო. 9 წელში რამდენი თავკაცი შეეცვალა კლუბს? 9 წელში რამდენჯერ განახლდა შემადგენლობა? რა ვიცი რა ვთქვა კიდევ?
აგერ ფარერების კლუბიდან მაინც იყიდეთ ვინმე, ფაქტია ევროპ ლიგის პლეიოფში გავიდნენ და ჰა!
რომ წუწუნებთ მოითხოვეთ ფედერაციისგან სიმკაცრე, სხვა კლუბების მენეჯმენტთან ერთად დაჯექით და პროფლიგა გააკეთეთ! 20 წლამდ ფეხბურთელების ტრანსფერი აიკრძალოს თუ ტოპ-5 ჩემპიონატში არ გადადიან. ბევრი რამე შეიძლება და შეიძლებოდა ასეთი სირცხვილი რომ არ გვეჭამა!!!
დავითი
28 სექტემბერი 2020 01:06
1
ეს უნამუსო ნახე რა , ზუსტად იმ ფარერების გუნმა რომელმაც კალბასის ჩეკივით წამოგიხიათ თქვენც და ეგ თქვენი გუნდიც , თქვენზე უფრო დაბალბიუჯეტიანი გუნდია . თქვენი ოჯახის წევრები აბოლავეთ მასეთი ტყუილებით . ტიპიური მატყუარა მევახშეა ფიფო!!!
დათო
28 სექტემბერი 2020 00:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული