კახი კალაძემ "დინამოს" სამარცხვინო წაგებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფარერის კუნძულებზე სამარცხვინო წაგების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

"ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი, ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს, რა დამოკიდებულება აქვთ - ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები!

ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ "თბილისის დინამო" ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში.

არ ვიცი... რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ,
რომ ძალიან სუსტი მენეჯერია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს ფარერის კუნძულებზე გამართულ მატჩში "დინამო თბილისმა" მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონთან, "კლაკსვიკთან" 1:6 წააგო.

წყარო: interpressnews

ტეგები: