თბილისის "დინამო" ბოდიშს იხდის და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის
განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 57 /
2014 წელს იყო თბილისის დინამოს ტაშკენტის ისტორიული მოგების 50 წლისთავი. როგორც უზბეკეთში საქართველოს ელჩი ამ თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად ფიფიასთანაც მივედი. ვიღაც პატარა ბიჭი გამომიგზავნა რომელმაც მომახსენა "ჩვენ ეგ თარიღი ისაერთოდ არ გვაინტერესებსო"!!!?????მე ის ზეიმი მაინც გავაკეთე და უმაღლეს დონეზე მაგრამ დავიფიცე სანამ ფიფიასის დინამო ჩემთვის არ არსებობს!
კონსტანტინე ჟღენტი
29 სექტემბერი 2020 12:00
0
ვითომ ბოდიშია ახლა ეს?
არდილეს
29 სექტემბერი 2020 09:53
0
მაღალკვალიფიციური მენეჯერები?! კი მაგრამ კვალიფიკაციის ხარისხი შედეგით არ იზომება?! ვაი თქვენ პატრონს!!! თქვენი საქმე იმაზე უარესად ყოფილა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს!!!
!!!
29 სექტემბერი 2020 08:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული