"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

AutoSharing Option
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. 

მან "დინამოსა" და "კლაკსვიკის" დაპირისპირებაზე ისაუბრა, სადაც თბილისური გუნდი 1:6 განადგურდა. 

"რაც ქართულ ფეხბურთსა და "დინამო თბილისს" დაემართა იმის იქით უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ამ გუნდში უმუშავია, უთამაშია და ა.შ.

ეს არის ფსკერი და კატასტროფა, რომლის იქითაც არაფერი არ არის. რომან ფიფიასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ადეკვატურ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საქმე არ იცის. "დინამოს" გადარჩენის
რაიმე გეგმა, რომ შეიქმნას, არამგონია ეს კაცი ამის წინააღმდეგი წავიდეს. 

იმდღეს დიმა ობოლაძის გადაცემას ვუყურებდი და ზის ერთი ადამიანი და უტიფრად ამბობს (გულისხმობს კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძეს), ჩისკოს კიდევ 3 წლით ვუცხადებთ ნდობასო... ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?!

არ მინდა ახლა რასიზმში დამადანაშაულონ, მაგრამ ეს ფერადკანიანი მცველი, რომ ჰყავს "დინამოს" (საიმონ ბენინო), იმას საქართველოში ცხოვრება თუ უნდა წავიყვანოთ აჭარაში მანდარინის კრეფა იწყება, ან თხილის კრეფაზე ვამუშავოთ... ან წავიყვანოთ და სადმე მშენებლობაზე ვამუშაოთ. სირცხვილი არ არის, რომ იმას მურთაზის და საშას მაისური აცვია?!

რა არის გამოსავალი? უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის იქით არაფერი არაა. ეს გუნდი "დინამო" ეკლესიასავითაა რა და ხო არ შეიძლება ეკლესია რომელიმე ერთი პიროვნების იყოს?!

ქალაქმა უნდა აიღოს თავის თავზე, კომოსია ან რაიმე ფონდი შეიქმნას და გადაარჩინოს ეს გუნდი. რომანსაც უნდა დაველაპარაკოთ და ის ხარჯები რაც მას აქვს გაწეული, ის 1 ლარად რომ მისცეს გუნდი თუ რაც იყო ყველაფერი გაირკვეს...", - განაცხადა ჟორდანიამ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ეს ყელამდე სიბინძურეში ჩაფლული საიდან გამოძვრა ეხლა?! რაო, დინამოს დათრევა ხომ არ გინდა ისევ მერაბ?? ერთ-ერთი მთავარი დამნაშევე შენც ხარ ქართული ფეხბურთის დაღუპვის! გეყო რაც დინამოში და ფედერაციაში ყოფნის დროს მილონები აკეთეს შე ბინძურო მაფიოზო.
ფიფიაც მოსაშორებელია დინამოდან, 9 წელი გუნდი ვერ გააკეთა და ერთხელ ევროპა ლიგის ჯგუფი ვერ ითამაშას სადაც ჩვენს გარდა ყველა მოხვდა იქ... ფიფიას ხელში დინამოს საქართველოს ჩემპიონატის მოგება უჭირს და იმას აღარ ვიტყვი ევროპაზე რო დიდი სირცხვილი აჭამეს ქართულ ფეხბურთს.
ეხლა ჟორდანიას გაპრავება მიდის? ამ კაცს ბევრი სიბინძურეები აქვს ქართულ ფეხბურთში გაკეთებული. ჯერ ჩისკოს როგორ ან რატომ აგინებს ეს უზრდელი? ეგ რა მიმართვაა საერთოდ?.. ან იმ ფერადკანიან ფეხბურთელზე რატომ რასისტობს ეს უზრდელი კაცი?! ან რატომ აყენებს შეურაწყოგას იმ ადამიანებს რომლებიც მანდარინს კრეფენ და მშენებლობაზე მუშაობენ?!
მერაბ ჰოლანდიაში გაიგეს ვინც იყავი და პანჩურით გამოგაგდეს.
1
03 ოქტომბერი 2020 10:33
6
სიბინძურეშია თუ სხვა რამეში ჩაფლული, იმ დაჩაჩანაკებულ და გაკოტრებულ დინამოსაც კი არ ქონია ასეთი სამარცხვინო შედეგი
Gio
03 ოქტომბერი 2020 14:16
4
ეს ყელამდე სიბინძურეში ჩაფლული საიდან გამოძვრა ეხლა?! რაო, დინამოს დათრევა ხომ არ გინდა ისევ მერაბ?? ერთ-ერთი მთავარი დამნაშევე შენც ხარ ქართული ფეხბურთის დაღუპვის! გეყო რაც დინამოში და ფედერაციაში ყოფნის დროს მილონები აკეთეს შე ბინძურო მაფიოზო.
ფიფიაც მოსაშორებელია დინამოდან, 9 წელი გუნდი ვერ გააკეთა და ერთხელ ევროპა ლიგის ჯგუფი ვერ ითამაშას სადაც ჩვენს გარდა ყველა მოხვდა იქ... ფიფიას ხელში დინამოს საქართველოს ჩემპიონატის მოგება უჭირს და იმას აღარ ვიტყვი ევროპაზე რო დიდი სირცხვილი აჭამეს ქართულ ფეხბურთს.
ეხლა ჟორდანიას გაპრავება მიდის? ამ კაცს ბევრი სიბინძურეები აქვს ქართულ ფეხბურთში გაკეთებული. ჯერ ჩისკოს როგორ ან რატომ აგინებს ეს უზრდელი? ეგ რა მიმართვაა საერთოდ?.. ან იმ ფერადკანიან ფეხბურთელზე რატომ რასისტობს ეს უზრდელი კაცი?! ან რატომ აყენებს შეურაწყოგას იმ ადამიანებს რომლებიც მანდარინს კრეფენ და მშენებლობაზე მუშაობენ?!
მერაბ ჰოლანდიაში გაიგეს ვინც იყავი და პანჩურით გამოგაგდეს.
1
03 ოქტომბერი 2020 10:32
6
მერაბ კარგი რა. ბოსკამპი, მერე 4 მწვრთნელი რომ ყავდა ნაკრებს ერთდროულად, დინამოში დე სოუზა უკვე ახსენეს (ტიპი ვერ მოძრაობდა, პასს ვერ აკეთებდა, ვერ იხსნებოდა და კომენტატორებმა რამით რომ გაეპრავებინათ ლეგიონერი გუნდში, კარგი დარტყმა აქვსო იძახეს სანამ ცარიელ კარზე აცილებებმაც არ მოუწია) სულ შენს დროს არ იყო? ბიზნესმენი ფეხბურთში რომ ჩადებს ფულს, გადასახადი უნდა მოუხსნა მის ბიზნესს - ეს ბიზნესის კანონებიაო და ... ამაში გამოიყენებოდა დინამო. ისე ყველაფერს თავი დავანებოთ და ეს "ჩისკოს დედა არ ვატირე" რა კულტურაა და რას ნიშნავს, რას გაესვა ხაზი? პირადი გაქვს რამე?
???
03 ოქტომბერი 2020 01:36
2
ის სოუზა, რომ გაიხსრნეთ - ამათ ფონზე მარადონაა
ლევანი
03 ოქტომბერი 2020 14:20
2
ეგ, რაც აქ იბლატავა ჩემო ძმაო, სრულად მეტყველებს მის პიროვნებაზე
: )))))))
03 ოქტომბერი 2020 09:27
3
ამან მოთხარა და დაასამარა დინამოც და ფეხბურთის ფედერაციაც ! ფიფიას სულ რომ საგინებელი იყოს , იმას მაინც ვერ წამოაძახებ რომ ინფრასტრუქტურა არ შექმნა , სექმნა და ძალიან მაგარიც , ამის დროს ბაზა საღორეს და შპრიცების დასაყრელ *პოლიგონს* ჰგავდა -ჰკთხეთ ბაზის თანამშრომლებს და გეტყვიან ! ჟორდანიამ მოაოხრა ქართული ფეხბურთი , იგივე სცადა ჰოლანდიაშიც , საიდანაც ისე გააპანღურეს , კლუბთან ახლოს ვერ მიდის ! ეხლა გაახსენდა დინამოს ისტორია და მნიშვნელობა ?
კახაბერი
03 ოქტომბერი 2020 00:59
3
ამ აფერისტ გურულს ეტყობა დაბრუნება უნდა დინამოში. რაიმენაირად ის 6-1 შეკვეთილი ხო არ ქონდა ბიჭებზე?
სულ2
03 ოქტომბერი 2020 00:50
2
ტიპი გვეღადავება, რაც დინამოს დაემართა იმის იქით არაფერიაო. არა მერაბ, რაც დაემართა მაგის იქით "მერაბ ჟორდანიაა" რადგან შენ ხარ ფუძემდებელი იმის რაც ქართულ ფეხბურთს ჭირს
Კახა
02 ოქტომბერი 2020 22:14
4
რაც ქართულ ფეხბურთსა და "დინამო თბილისს" დაემართა იმის იქით უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ამ გუნდში უმუშავია, უთამაშია. ეს არის ფსკერი და კატასტროფა, რომლის იქითაც არაფერი არ არის !!!!!!

გაოცებული!
02 ოქტომბერი 2020 21:54
1
მთავარი,რასაც ჟორდანია მოგვიწოდებს,რაღაც ღონისძიების,გამოსავლის მოძებნაა.დანარჩენი, მეორე ხარისხოვანია.რაც შეეხება კანის ფერს,პელეც "ზანგია",მაგრამ ამის გამო,ფეხბურთის მეფე არ არისო,არავის უთქვამს.ყოველ შემთხვევაში ვისაც მისი თამაში ახსოვს,მათი რიცხვიდან მაინც.შენ ფეხბურთი ითამაშე კარგად და კანის ფერი კი არა,გინდ პინგვინის ჯიშისა იყავი.
სოსო
02 ოქტომბერი 2020 19:40
5
რა არის მეორეხარისხოვანი ჟორდანიას დროს რომ არანაირი სპორტული შედეგი არ ჰქონია დინამოს ის არის მეორეხარისხოვანი მაშინ უნდა დაწყებული დინამოს შენება და არა ახლა, რა შეიქმნა ჟორდანიას დროს ისეთი რაც საფუძველს ჩაუყრიდა თითოეული ფეხბურთელის კარგ მომზადებას ბოლო ბოლო აზერებმა სწორედ მაშინ როცა ჟორდანია განაგებდა ქართულ ფეხბურთს ყარაბაღი მაინც შექმნეს რომელიც ბევრჯერ გადის ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე და ჩვენ კიდე მარტო 2004 წელს ვიხსენებთ, დაეტოვებია ჟორდანიას ის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რაც ხელს შეუწყობდა ყოველი ფეხბურთელის მომზადებას
nu gvavickdeba yvelaferi
03 ოქტომბერი 2020 11:13
1
ეს მეორე ვაჭრუკანა გამოვიდა სიტყვაში! შენი დინამო გაიხსენე, რა ფეხბურთელები გყავდა და თავს ვისთან იჭრიდი. ჩისკოზე და იმ მცველზე რომ ლაპარაკობ, შენ ბოსკამპი გაიხსენე, რომლის დინამოც ზიმბრუმ უშანსოდ გამოაგდო და გუნდში ფეხბურთის უცოდინარი ბრაზილიელი დე სოუზა ჰყავდა თავდამსხმელად, რომელსაც რამაზ შენგელია და შოთა არველაძის მაისური ეცვა - კაცი ბურთს ცარიელ კარს აცდენდა !ფიფია ვინც არის თავისი საქმეებით და გუნდით, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ შენც ისე მოგდის, ყვავმა ყვავს უთხრა, შენ ჩემზე შავოო!
: )))))))
02 ოქტომბერი 2020 19:16
7
ნეტავ რომელი შტერის მიერ მოხდა ზანგის თქმა რასისტად მონათვლად. ადრე ხომ ყველა ასე ვეძახდით? ან ვის მოგწონთ სიტყვა ფერადკანიანი. შავი კანი ფერადი რატომ არის? შავი ფერადია და თეთრი არაფერადი? ზოგადად ზანგებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს ბოლო პერიოდში,მათ შორის სპორტშიც, მაგრამ თუ ვერ თამაშობენ საშუალო დონეზეც კი რატომ უნდა მოიყვანონ ჩვენთან. ყველა ქვეყანაში, ყველა სფეროში, როდესაც უცხოელს იწვევენ ის ბევრად უნდა სჯობდეს ადგილობრივს. ასე ყველგან
დავით 67
02 ოქტომბერი 2020 19:05
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული