"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

AutoSharing Option
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. 

მან "დინამოსა" და "კლაკსვიკის" დაპირისპირებაზე ისაუბრა, სადაც თბილისური გუნდი 1:6 განადგურდა. 

"რაც ქართულ ფეხბურთსა და "დინამო თბილისს" დაემართა იმის იქით უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ამ გუნდში უმუშავია, უთამაშია და ა.შ.

ეს არის ფსკერი და კატასტროფა, რომლის იქითაც არაფერი არ არის. რომან ფიფიასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ადეკვატურ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საქმე არ იცის. "დინამოს" გადარჩენის
რაიმე გეგმა, რომ შეიქმნას, არამგონია ეს კაცი ამის წინააღმდეგი წავიდეს. 

იმდღეს დიმა ობოლაძის გადაცემას ვუყურებდი და ზის ერთი ადამიანი და უტიფრად ამბობს (გულისხმობს კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძეს), ჩისკოს კიდევ 3 წლით ვუცხადებთ ნდობასო... ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?!

არ მინდა ახლა რასიზმში დამადანაშაულონ, მაგრამ ეს ფერადკანიანი მცველი, რომ ჰყავს "დინამოს" (საიმონ ბენინო), იმას საქართველოში ცხოვრება თუ უნდა წავიყვანოთ აჭარაში მანდარინის კრეფა იწყება, ან თხილის კრეფაზე ვამუშავოთ... ან წავიყვანოთ და სადმე მშენებლობაზე ვამუშაოთ. სირცხვილი არ არის, რომ იმას მურთაზის და საშას მაისური აცვია?!

რა არის გამოსავალი? უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის იქით არაფერი არაა. ეს გუნდი "დინამო" ეკლესიასავითაა რა და ხო არ შეიძლება ეკლესია რომელიმე ერთი პიროვნების იყოს?!

ქალაქმა უნდა აიღოს თავის თავზე, კომოსია ან რაიმე ფონდი შეიქმნას და გადაარჩინოს ეს გუნდი. რომანსაც უნდა დაველაპარაკოთ და ის ხარჯები რაც მას აქვს გაწეული, ის 1 ლარად რომ მისცეს გუნდი თუ რაც იყო ყველაფერი გაირკვეს...", - განაცხადა ჟორდანიამ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ჟორდაოს მომხრე არ ვარ მარა ჩისკოზე ნაღდი თქვა .
vova
02 ოქტომბერი 2020 19:05
10
რა ჩაიდინა მერაბმა ეს ერთი საკითხია, მარა ახლა,რომ სიმართლეს ამბობს ეს ფაქტია.
გიორგი
02 ოქტომბერი 2020 19:00
8
მარტლა დედა ვატირე ვინც ჩისკოს ვერ აფასებს
solidaroba chiskos
02 ოქტომბერი 2020 18:45
17
ჯერ ერთი ჩისკო არაფერ შუაშია, ფიფიაა ყველაფერში დამნაშავე. მეორეც, ამას ეტყობა დინამოს დაბრუნება უნდა... ისე, აქ ვიღაცამ დაწერა ამის ნამოქმედარია დღევანდელი ქართული ფეხბურთიო და ვეთანხმები, ამის და კახი ასათიანის...
zviads
02 ოქტომბერი 2020 18:07
9
სულ არ მაინტერესებს ტკბილი და მურაბა მფლობელები და მწვრთნელები. თუ გინდა რასისტი და ტერორისტი იყოს ვინმე,ოღონდ შედეგი დადოს!
დავით 67
02 ოქტომბერი 2020 17:36
10
ყველანაირი შედეგის ის ვატირე რაც სათაურშია,თუ ღმერთი,სამშობლო,ადამიანი არ იქნება მთავარი. ყველანაირი უსამართლო შედეგი,ვინც ქურდობით,ჩაწყობით და ბინძური ფულით შედეგს მიაღწევს შეიყაროს უკან
სამწუხაროდ
02 ოქტომბერი 2020 19:08
4
ლივერპულში რომ თამაშობს ვანდეიკი, იმასთან მიდი ახლოს და უთხარი რა ფერისაა. ამას FIFA და UEFA უნდა აუკრძალონ ყველანაირი მოღვაწეობა!
გია
02 ოქტომბერი 2020 17:27
37
ნელ ნელა გერხევათ ქართველებო
გენა
02 ოქტომბერი 2020 17:01
40
და შენ ვინ ხარ მზეო?
მზეო
02 ოქტომბერი 2020 18:09
1
იმ კაცს რა უნდა ელაპარაკო ეკლესიას რომ ფეხბურთის გუნდს შეადრის,იმაზე აღარაფერს ვამბობ კაი მონათმფლობელივით რომ ლაპარაკობს ეს ორფეხა ამება
!!!!!
02 ოქტომბერი 2020 17:00
32
კაი მთქმელს, კაი გამგონე უნდაო, ინტელექტ ნოლ
с
02 ოქტომბერი 2020 19:38
7
რა იყო ეხლაა ზუსტად ეგრეა...სირცხვილიაა ის მაისური გეცვას რომლითაც ლეგენდები თამაშობდნენ.ჰოდა კიდევ..ისაც მართალია ტიპს არ შეუძლია და აკე5ოს სხვა რამე.ბენინიო და კიდევ დანარჩენი ვაი ლეგიონერები
Gio
02 ოქტომბერი 2020 16:55
0
სააკაშვილი რო სტადიონებს ანგრევდა ის ქართულ ფეხბურთს უხდებოდა ხოო და ბიზნესმენებს რო დადევდა დასაჭერად ბიზნესი მე მომეცითო ალბათ ისიც მოუხდებოდა ქართულ ფეხბურთს არა.ჟორდანიამ ყველაფერი სწორად თქვა რაც თქვა.
ziko
02 ოქტომბერი 2020 16:41
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული