ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა,. მათ შორის რამდენიმე დებიუტანტია. ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ელენე კახნიაშვილი და ნინო გურიელიძე ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად მოემზადებიან.
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი
მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მეგი ეჯიბია (კვარტალი, თბილისი), ნინო გურიელიძე (ნორჩი დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (კვარტალი, თბილისი), თეონა ბაქრაძე (კვარტალი, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი)
თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)
საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 27 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინაის, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.
GFF.GE