საქართველოს ქალთა ნაკრები ისრაელთან 1:2 დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრაში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 1:2 დასრულდა.

​ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, ისრაელის ნაკრები მე-10 წუთზე კორალ ჰაზანმა დააწინაურა. სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა მეორე ტაიმში მოახერხეს, 61-ე წუთზე თათია გაბუნიას კარი რაჰელ შტაინშნაიდერმა აიღო. ჩვენმა გუნდმა სხვაობის შემცირება მალევე მოახერხა. 70-ე წუთზე შორეული საჯარიმო დარტყმით მეტოქეს თეონა ბაქრაძემ გაუტანა. გატანილი გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, თუმცა 79-ე წუთზე მსაჯმა ნინო
პასიკაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ლევან ბაჯელიძის გუნდმა დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა.

საქართველო 1:2 ისრაელი
თბილისი, "მიხეილ მესხი"

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ჯოჯუა, ჭიჭინაძე, წყონია, ბაქრაძე, დანელია (46' სულაშვილი), სუთიძე, თოდაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

ისრაელი: კერენი, ბეენი, პერლი, ნაკავი, დავიდი, ჰაზანი, ფალკონი, მიხაელი (87' სელიმჰოძიჩი), კაცი, ავადი (79' რაჰამიმი), შტაინშნაიდერი (88' შარაბი)

​მთავარი მწვრთნელი: გაბრიელ ბურშტეინი

​მსაჯები: ლიუდმილა ტელბუხი (უკრაინა), სვიტლანა გრუშკო (უკრაინა), ოლეკსანდრა ვდოვინა (უკრაინა), კატერინა ზორა (უკრაინა)

​გაფრთხილება: 39', 79' პასიკაშვილი
გაძევება: 79' პასიკაშვილი
​გოლები: 0:1 ჰაზანი (10), 0:2 შტაინშნაიდერი (61), 1:2 ბაქრაძე (70)

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას 26 ნოემბერს კვლავ საკუთარ მოედანზე, მალტის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული