ვიერი: ის ფეხბურთის ჰარი პოტერია, წავა და ტელევიზორსაც გადავაგდებ

AutoSharing Option
მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ კომენტარი "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის შესახებ გააკეთა.

"მესი ფეხბურთის ჰარი პოტერია. ის დიადი ვინმე გახლავთ. როცა ლეო კარიერას დაასრულებს, მე ტელევიზორს მოვისვრი.

საერთოდ, ტელევიზიაში მუშაობასაც კი დავანებებ თავს, "ნეთფლიქსს" ვუყურებ და მსგავს რამეებს. რატომ? იმიტომ, რომ მესის შემდეგ სანახავი არაფერი იქნება", - აღნიშნა ვიერიმ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ზ,გ. - 100% გეთანხმები! სანამ ღრუსეთიდან წავა, უფალმა დაიცვას ტრავმებისგან და ვიერი საქართველოს ნაკრების ფანი გახდება!
alexandre
11:58 30-10-2020
0
პელე,კრუიფი,პლატინი და მარადონა წავიდა, მაგრამ სამყარო არ დაქცეულა. ფეხბურთის გულშემატკივრები ხართ, თუ ბილი აილიშის პრიჩიკიან თინეიჯერთა ფანკლუბი?!
1234
10:34 30-10-2020
1

სიახლეები პოპულარული