მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ კომენტარი "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის შესახებ გააკეთა.
"მესი ფეხბურთის ჰარი პოტერია. ის დიადი ვინმე გახლავთ. როცა ლეო კარიერას დაასრულებს, მე ტელევიზორს მოვისვრი.
საერთოდ, ტელევიზიაში მუშაობასაც კი დავანებებ თავს, "ნეთფლიქსს" ვუყურებ და მსგავს რამეებს. რატომ? იმიტომ, რომ მესის შემდეგ სანახავი არაფერი იქნება", - აღნიშნა ვიერიმ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
ვიერის ჯგუფური სექსი ჰყვარებია - ამბობს, რომ ბომბდამშენი იყო
ვიერი: ყოველ ღამე დროს ვატარებდი და ლა ლიგას ბომბარდირი გავხდი