"ემპოლის" პრეზიდენტი: 30-წლიან კარიერაში მჭედლიძე ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა

AutoSharing Option
ფაბრისიო კორსი "ემპოლის" სათავეში 1991 წლიდან უდგას და კლუბი 1 დღითაც კი არ დაუტოვებია. Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეზე ისაუბრა.

"ჩემს 30-წლიან კარიერაში, რაც "ემპოლიში" გავატარე, ყველაზე დიდი იმედგაცრუება ლევან მჭედლიძე იყო, არაპროგნოზირებადი ათლეტი, რომელსაც განსაკუთრებული ღირსებები ჰქონდა.

ლევანმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში თავისი კლასი აჩვენა, თუმცა, სამწუხაროდ, "სან სიროზე" გატანილი გოლის შემდეგ მუხლი იტკინა და ტრავმა ბოლომდე ვერა და ვერ მოირჩინა", - განაცხადა კორსიმ.

ქართველმა ფორვარდმა "ემპოლიში" 9 სეზონი გაატარა, ჯამში 163 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20
გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 30 წლის ფორვარდის საკლუბო კარიერის მანძილზე მოედანზე ჯამში გატარებული წუთები 60 სრული მატჩის ტოლია... ამჟამად ლევანი თავისუფალი აგენტია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს სულ ამაზე ლაპარაკობს თუ ერთხელ თქვა და თქვენ იმეორებთ ხოლმე? ;)
ვვვ
12:14 06-11-2020
0
ravi ki inaxavda mere da shefarebuli gyabda katarzisivitt
suares
11:52 06-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული