"ემპოლის" პრეზიდენტი: 30-წლიან კარიერაში მჭედლიძე ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა

AutoSharing Option
ფაბრისიო კორსი "ემპოლის" სათავეში 1991 წლიდან უდგას და კლუბი 1 დღითაც კი არ დაუტოვებია. Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეზე ისაუბრა.

"ჩემს 30-წლიან კარიერაში, რაც "ემპოლიში" გავატარე, ყველაზე დიდი იმედგაცრუება ლევან მჭედლიძე იყო, არაპროგნოზირებადი ათლეტი, რომელსაც განსაკუთრებული ღირსებები ჰქონდა.

ლევანმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში თავისი კლასი აჩვენა, თუმცა, სამწუხაროდ, "სან სიროზე" გატანილი გოლის შემდეგ მუხლი იტკინა და ტრავმა ბოლომდე ვერა და ვერ მოირჩინა", - განაცხადა კორსიმ.

ქართველმა ფორვარდმა "ემპოლიში" 9 სეზონი გაატარა, ჯამში 163 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20
გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 30 წლის ფორვარდის საკლუბო კარიერის მანძილზე მოედანზე ჯამში გატარებული წუთები 60 სრული მატჩის ტოლია... ამჟამად ლევანი თავისუფალი აგენტია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მჭედლიძე, ქინქლაძე, ანანიძე, სანდრო იაშვილი, ასათიანი, ესენი ის ე.წ ფეხბურთელებია, რომლებმაც ნიჭი სიზარმაცის გამო გაანიავეს. მჭრდლიძეს რეალურად არ ჰქონია მოთამაშის კარიერა.სკამზე ან ტრიბუნაზე იჯდა და ხელფასს იღებდა, არადა მაგარი მონაცემების ფორვარდი იყო. დინამოში შარშან რომ მოვიდა და ერთი თამაში ითამაშა მხოლოდ ეგეც მისი სიზარმაცის მაგალითია. ეხლაც წევს მხართეძოზე..
გენა
17:30 05-11-2020
26
ეს სულ ამაზე ლაპარაკობს თუ ერთხელ თქვა და თქვენ იმეორებთ ხოლმე? ;)
ვვვ
12:14 06-11-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული