დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი მოხდა - ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ, ამ საკითხზე კი კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა.
აქციის მონაწილეები ფედერაციის შენობასთან სკანდირებდნენ: "წადი! წადი!" და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვდნენ.
ერთ-ერთ ეპიზოდში პროტესტანტებმა ფედერაციის შენობაში შესვლა და ჯორჯ ორუელის წიგნის, "ცხოველების ფერმის" შეტანა სცადეს. დაცვამ ისინი შენობაში არ შეუშვა და კონფლიქტიც აქედან დაიწყო...
კაი, ვთქვათ ნაცები იყვნენ. შენ ვინ აგდიხარ, რომ მოქალაქეებს, პარტიული ნიშნით ჰყოფ? მათ არ აქვთ პროტესტის უფლება, თუ როგორაა საქმე? წელიწადში 50 მილიონს რომ ჭამთ, მაშინ რატომ არ კითხულობთ ვინ იხდის იმ გადასახადებს?