ანანიძე ჯიქიამ "სპარტაკის" დუბლებში გადაიპატიჟა, მაგრამ...

AutoSharing Option
უგუნდოდ მყოფმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Sport24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "სპარტაკ-2"-ში გადასვლას არ აპირებს.

- ახლა მთავარია ზაფხულამდე ფორმაში ჩავდგე.

- სად აპირებ ფორმაში ჩადგომას? შესაძლოა, "სპარტაკში", როგორც ძველმა ნაცნობმა?
- ცოტა ხნის წინ ჯიკმა (ჯიქია - Sport24) დამირეკა. მკითხა: "არ გინდა "სპარტაკ-2"-ში წაითამაშო? მე ვუთხარი, რომ ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ არა მგონია. მე შემიძლია საქართველოს ნებისმიერ გუნდში აყვანა ვითხოვო, აქ ყველა მიცნობს, ნაკრების ფეხბურთელი ვარ, თუმცა უბრალოდ ვარჯიში არ მინდა, თამაში მსურს. ვარჯიში ერთია, სათამაშო პრაქტიკა კი - სულ სხვა.

-
თუ "სპარტაკი-2" შენთან კონტრაქტის გაფორმებას მოისურვებს, როგორც ეს შიშკინისა და დიაკოვის შემთხვევაში მოხდა?
- არ ვიცი, მაგრამ უფრო უარს ვეტყვი. ის კი არა, რომ პირველ ლიგაში თამაში არ მინდა... უბრალოდ, მთლად სწორი არ იქნება იქ დაბრუნება, მეგობრების ნახვა და - მათთან ერთად რომ არ ვივარჯიშო. უმჯობესია საქართველოს უმაღლეს ლიგაში წავიდე და თბილისის "დინამოში" ვითამაშო, ვიდრე რუსეთის პირველ ლიგაში. ვფიქრობ, საქართველოში უფრო ადვილი იქნება ფორმაში ჩადგომა.

- ე.ი. რუსეთი პრიორიტეტული არ არის?
- მთავარია ვითამაშო და ფორმაში ჩავდგე. შეკრების გავლას იანვარში ვაპირებ და სულერთია -სად. იმისათვის, რათა ჩემს მომავალზე ვილაპარაკო, კონკრეტული წინადადება ახლა არა მაქვს. შეიძლება "ბარსაში" მინდა, მაგრამ მე ვერაფერს ვწყვეტ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანომ საქართველოში უნდა ითამაშოს მისთვის ასე აჯობებს. უფრო კარგად აღიდგენს ფორმას.პრაქტიკა ჭირდება.
ziko
14:51 18-11-2020
0
ეს ვინაა ვაფშე
levanis mshobeli
04:06 18-11-2020
11

სიახლეები პოპულარული