გურულებმა გადარიეს მთელი დუნია - "ლანჩხუთმა" ისევ სენსაციურად მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხა უპირობო ფავორიტი.

გურულმა გოგონებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, მასპინძლებმა კი, პირიქით, აქტიურად და ხშირად უტევდნენ კიდეც, თუმცა "ლანჩხუთის" კართან ასპროცენტიანი მომენტი არ შეუქმნიათ. აღსანიშნავია, რომ ქართველთა მეკარე გაბუნია საიმედოდ თამაშობდა და რამდენიმე ბურთიც მოიგერია.

გურულმა გოგონებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს გოლის გატანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას კარგი შანსი შეექმნა, მაგრამ
მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ნახევარში კი "კლუჟის" შეტევების სიმწვავემ იკლო, "ლანჩხუთის" მეკარე ისევ კარგად თამაშობდა. 68-ე წუთზე კი ჭყონიამ ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ რუმინელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ორჯერ შეექმნათ - 88-ე წუთზე მირეამ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ბოლო წამზე ლანჩხუთელებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი და თამაშიც დამთავრდა.

ამრიგად, "ლანჩხუთი" ისტორიის წერას განაგრძობს და ჩემპიონთა ლიგის "ნოკაუტის" სტადიაზე გავიდა.

19 ნომბერი, "კლუჟ არენა"
კლუჟი - ლანჩხუთი 0:1
0:1 ჭყონია (68)

ლანჩხუთი: გაბუნია, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, ჭყონია (წოწერია, 90+3), დანელია, დიმოპოულო (ნარსია, 78), გასვიანი, გუჯაბიძე, კალანდაძე, ხაბურძანია, თოდაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე


მკითხველის კომენტარები / 49 /
ბრავო ლანჩხუთი! გენაცვალეთ! ეს რა მაგარი გოგონები გვყოლია! ტრანსილაცია იყო ? რომელიმე არხმა თუ აჩვენა? ასეა ყოველთვის ქალები უფრო მიზანმიმართულები არიან.
დავით 67
19 ნოემბერი 2020 21:31
1
როგორ არა,"ტვ" პირველმა, "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ". რეპორტაჟი კი მიყავდა, გრიგოლიას, გვარამიას და მგონი თარგამაძესაც. ერთდროულად ყველას ვერ ვუყურებდი. აქუბარდიასაც უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, ფული არ ეყო.
!!!
21 ნოემბერი 2020 12:58
0
ესენი, პოლიტიკურ ტრანსლიაციებს არიან გადაყოლილი. კარგ სასიქადულო საქმეებისთვის, დრო არა აქვთ.
სიმართლე.
21 ნოემბერი 2020 12:42
0
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ: სულ გამარჯვებულებს გევლოთ (იქნებ ახლა მაინც გამომიქვეყნონ )!
Guja Kakhadze
20 ნოემბერი 2020 00:08
0
ისევ გოგოები თუ იზავენ რამეს თორემ მთავარი ნაკრების გაგონებაც აღარ მინდა, შემაძულეს ფეხბურთი...
სოლომონი
19 ნოემბერი 2020 23:44
2
ესენი ჩვენი ნაკრების კაცებსაც მოიგებენ:) ტესტ მატჩს ვითხოვ:)
Sinsilo
20 ნოემბერი 2020 11:43
2
ამერიკაშიც ეგრე ეგონათ როცა მაგათი ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ და კოლეჯის 15 წლის ბიჭებს შეახვედრეს, ექსპერიმენტი ჩავარდა ქალებმა 2-5 წააგეს
zaza
21 ნოემბერი 2020 13:53
0
ზაზა, ხუმრობით იყო ნათქვამი, ნუთუ ვერ უნდა მიხვდე.
.
22 ნოემბერი 2020 20:06
0
ა ბატონო შეგვძლებია ქართველბს ფეხბურთის თამაში,ყოჩაღ გოგონებო,ჭყონია საქართველოს ნაკრებში,ესენი დააფინანსეთ,აქ ჯერ ეტყობა ჩაწყობები არ არის,ყოჩაღ მართლა სასწაულია ისე რა იცოდნენ რუმინელებმა გურული ქალების ამბავი,მალადეც.
გოჩა
19 ნოემბერი 2020 20:56
2
გილოცავთ, ძალიან მაგარია :) ვინც ამათ წაგებას ელოდით მერე რომ გეღლიცინათ, ეხლა არ იცით რა დაწეროთ და მილოცვის წერა კი არ შეგიძლიათ, გასკდით გულზე :)
DAVE
19 ნოემბერი 2020 20:49
4
მადლობა გოგოებო
misha
19 ნოემბერი 2020 23:12
0
დიდი მადლობა გოგოებო!!!! მაგრები ხართ!
Vasili
20 ნოემბერი 2020 03:23
0
ნამდვილათ ბეხბურთელები ყოჩაღ! მრავალ წარმატებისთვის მიგეღწიოთ
beqa
19 ნოემბერი 2020 21:28
0
ა ძმაო ხალხი,ხომ დაუმტკიცეს ჩვენს მუტრუკ მამაკაც ფეხბურთელებს მათზე ასი თავით მაღლა რომ დგანან ყველაფერში! თქვენ გენაცვალეთ გოგოებოო მიყვარხართ და გაფასებთ ძალიან ყველას მთელს გუნდს დიდი მადლობა! ძალიან მაგრები ხართ!!!
გეგი
20 ნოემბერი 2020 15:10
0

სიახლეები პოპულარული