გურულებმა გადარიეს მთელი დუნია - "ლანჩხუთმა" ისევ სენსაციურად მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხა უპირობო ფავორიტი.

გურულმა გოგონებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, მასპინძლებმა კი, პირიქით, აქტიურად და ხშირად უტევდნენ კიდეც, თუმცა "ლანჩხუთის" კართან ასპროცენტიანი მომენტი არ შეუქმნიათ. აღსანიშნავია, რომ ქართველთა მეკარე გაბუნია საიმედოდ თამაშობდა და რამდენიმე ბურთიც მოიგერია.

გურულმა გოგონებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს გოლის გატანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას კარგი შანსი შეექმნა, მაგრამ
მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ნახევარში კი "კლუჟის" შეტევების სიმწვავემ იკლო, "ლანჩხუთის" მეკარე ისევ კარგად თამაშობდა. 68-ე წუთზე კი ჭყონიამ ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ რუმინელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ორჯერ შეექმნათ - 88-ე წუთზე მირეამ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ბოლო წამზე ლანჩხუთელებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი და თამაშიც დამთავრდა.

ამრიგად, "ლანჩხუთი" ისტორიის წერას განაგრძობს და ჩემპიონთა ლიგის "ნოკაუტის" სტადიაზე გავიდა.

19 ნომბერი, "კლუჟ არენა"
კლუჟი - ლანჩხუთი 0:1
0:1 ჭყონია (68)

ლანჩხუთი: გაბუნია, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, ჭყონია (წოწერია, 90+3), დანელია, დიმოპოულო (ნარსია, 78), გასვიანი, გუჯაბიძე, კალანდაძე, ხაბურძანია, თოდაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე


მკითხველის კომენტარები / 49 /
ესენი ჩვენი ნაკრების კაცებსაც მოიგებენ:) ტესტ მატჩს ვითხოვ:)
Sinsilo
20 ნოემბერი 2020 11:43
2
ზაზა, ხუმრობით იყო ნათქვამი, ნუთუ ვერ უნდა მიხვდე.
.
22 ნოემბერი 2020 20:06
0
ამერიკაშიც ეგრე ეგონათ როცა მაგათი ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ და კოლეჯის 15 წლის ბიჭებს შეახვედრეს, ექსპერიმენტი ჩავარდა ქალებმა 2-5 წააგეს
zaza
21 ნოემბერი 2020 13:53
0
ქალთა ნაკრებს წარმატებები!!!!
ახლა ერთი რამ მაინტერესებს.....
ყველას რომ. აკერია პირზე ფული ფული ფული....
რამდენია აქვთ ამ გოგონებს ერთი ხელფასი, პრემია , რამდენი მილიონს უხდიან მწვრთნელს, და აშ....აა???
ეს წარმატება არის დადებული ნიჭით მონდომებით, მოტივაციით და პროფესიონალიზმით!!!!
აი ეს არის მაგალითი, რომ მონდომების და მოტივაციის გარეშე მილიონებს შედეგი არ მოაქვთ!!!
სპორტ ფაზა
20 ნოემბერი 2020 10:14
0
გილოცავთ, გოგოებო.
კვლავ წარმატებით გევლოთ და მრავალი გამარჯვება მოგეპოვებინოთ.
თქვენ მაინც გაახარეთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები.
გიორგი
20 ნოემბერი 2020 10:02
0
ყოჩაღ გოგონებო, ყოჩაღ! მადლობელია მთელი საქართველო! გაიხარეთ თქვენ და გაგვახარეთ ჩვენც! წარმატებებს გისურვებთ!
alexandre
20 ნოემბერი 2020 09:57
0
ყოჩაღ გოგოებო, გილოცავთ. საქართველოში დადგა ის დრო რო მხოლოდ ქალთაფეხბურთში ჩაიდოს ფული. კაცების ფეხბურთი საერთოდ გავაუქმოთ
lasha
20 ნოემბერი 2020 09:50
0
თქვენ მაინც გვადახელეთ
ეკა
20 ნოემბერი 2020 09:46
0
რაა გასაკვირი, მედეას სამშობლოდან არიან. წარმატებები გოგონებო.
ss
20 ნოემბერი 2020 09:28
0
ყოჩაღ გოგოებო გენაცვალეთ. უდიდეს საქმეს აკეთებთ :) გილოცავთ
იბერია
20 ნოემბერი 2020 08:38
0
გილოცავთ და მადლობა!!! :)
დათო
20 ნოემბერი 2020 08:27
0
დიდი მადლობა გოგოებო!!!! მაგრები ხართ!
Vasili
20 ნოემბერი 2020 03:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული