გურულებმა გადარიეს მთელი დუნია - "ლანჩხუთმა" ისევ სენსაციურად მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხა უპირობო ფავორიტი.

გურულმა გოგონებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, მასპინძლებმა კი, პირიქით, აქტიურად და ხშირად უტევდნენ კიდეც, თუმცა "ლანჩხუთის" კართან ასპროცენტიანი მომენტი არ შეუქმნიათ. აღსანიშნავია, რომ ქართველთა მეკარე გაბუნია საიმედოდ თამაშობდა და რამდენიმე ბურთიც მოიგერია.

გურულმა გოგონებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს გოლის გატანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას კარგი შანსი შეექმნა, მაგრამ
მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ნახევარში კი "კლუჟის" შეტევების სიმწვავემ იკლო, "ლანჩხუთის" მეკარე ისევ კარგად თამაშობდა. 68-ე წუთზე კი ჭყონიამ ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ რუმინელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ორჯერ შეექმნათ - 88-ე წუთზე მირეამ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ბოლო წამზე ლანჩხუთელებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი და თამაშიც დამთავრდა.

ამრიგად, "ლანჩხუთი" ისტორიის წერას განაგრძობს და ჩემპიონთა ლიგის "ნოკაუტის" სტადიაზე გავიდა.

19 ნომბერი, "კლუჟ არენა"
კლუჟი - ლანჩხუთი 0:1
0:1 ჭყონია (68)

ლანჩხუთი: გაბუნია, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, ჭყონია (წოწერია, 90+3), დანელია, დიმოპოულო (ნარსია, 78), გასვიანი, გუჯაბიძე, კალანდაძე, ხაბურძანია, თოდაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე


მკითხველის კომენტარები / 49 /
ხატია ჭყონიას ყველა თამაშში გააქვს გოლი და გადავიყვანოთ კაცების გუნდში,იქნებ გაიტანოს იქაც თორემ კაცი გამტანი არაა, თუ ჩაკვე და კვარა არ არიან
koba
19 ნოემბერი 2020 20:31
2
დააყენეთ ეს ბავშვები სადაცაა იმათ არაფერი ეშველება მაინც.DDD
jjj
19 ნოემბერი 2020 20:52
0
რასაც ქვია ჯიგრით ითაშეს თავიდან ბოლომდე ვუყურე.სწორი ტაქტიკით.ვულოცავ მწვრთნელებს ,გოგონებს და სრულიად საქართველოს მართლაც ისტორია დაწერეს
GORA72
19 ნოემბერი 2020 21:34
1
ყოჩაღ გოგონებო წარმატებებიი
ლიპო
19 ნოემბერი 2020 21:54
0
გენაცვალეთ გოგოებო! ეროვნულს ჩაუტარეთ მასტერ კლასები, ეგება ეშველოთ ვრამე!
მოქალაქე
19 ნოემბერი 2020 20:29
3
ქალთა ნაკრებს წარმატებები!!!!
ახლა ერთი რამ მაინტერესებს.....
ყველას რომ. აკერია პირზე ფული ფული ფული....
რამდენია აქვთ ამ გოგონებს ერთი ხელფასი, პრემია , რამდენი მილიონს უხდიან მწვრთნელს, და აშ....აა???
ეს წარმატება არის დადებული ნიჭით მონდომებით, მოტივაციით და პროფესიონალიზმით!!!!
აი ეს არის მაგალითი, რომ მონდომების და მოტივაციის გარეშე მილიონებს შედეგი არ მოაქვთ!!!
სპორტ ფაზა
20 ნოემბერი 2020 10:14
0
აფერუმ თქვენს ქალობას აი რას შვება ბრძოლის ჟინი და თავდადება სიტYვები არ მყოფნის ბრავოოო
dato
19 ნოემბერი 2020 21:08
1
პატიოსნება, პატრიოტიზმი, ქვეყნის, ხალხის და ფეხბურთის სიყვარული. გაგიმარჯოთ გურულებო! თქვენ გაახარეთ, ჩვენი გულები.
სიმართლე.
21 ნოემბერი 2020 12:36
0
ხატია ჭყონიაც და ნათია ფანცულაიაც ძალიან მაგარი გოგოები არიან. ნათია უკრაინის სახელით გამოდის დარწმუნებული ვარ სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ზედმეტმა ყურადღებამ გააქცია. ვინმე ზრუნავდა ოდესმე ქალთა ფეხბურთზე? გოგოს მადრიდის ატლეტიკოში აქვს ნათამაშები და ახლა უკრაინის ჩემპიონში გაიტანა და გააქვს ძალიან ბევრი სტაბილურად. ასე ბევრი გვყავს გაქცეული უცხოეთში.დჟიკიასნაირებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. ადამიანისგან რომ ითხოვთ სახელმწიფოს ემსახუროს, თვითონ სახელმწიფოს რა აქვს ადამიანისთვის გაკეთებული?...არ მინდა ცუდი კომენტარი გამომივიდეს და დასაძაბი. მადლობა გოგოებო უდიდესი, უდიდესი იმედგაცრუება თქვენ თუ შეგიძლიათ გადაფაროთ
Haaland
19 ნოემბერი 2020 21:19
2
ყოჩაღ გოგოებო!
ესენი, რომ ავიყანოთ, ყველა ეროვნულში, იქნებ გვეშველოს რამე!!!
buba
19 ნოემბერი 2020 21:11
1
წარმატებები! გურული ქალებისგან სხვას რას ველოდით:)))))
ლუკა
19 ნოემბერი 2020 21:02
1
გილოცავთ, გოგოებო.
კვლავ წარმატებით გევლოთ და მრავალი გამარჯვება მოგეპოვებინოთ.
თქვენ მაინც გაახარეთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები.
გიორგი
20 ნოემბერი 2020 10:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული