"კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ..." - ლევან სალუქვაძის პასუხი კითხვის ავტორს

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში მის მიმართ წამოსულ აგრეიულ და უწმაწურ საუბარზე ისაუბრა. 

რამდენიმე დღის წინ, ლევანმა თემურ ქეცბაიას უზრდელი უწოდა, რაზედაც ხალხისგან დიდი აგრესია მიიღო.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიტყვებს, ერთ-ერთი მაყურებლისგან დასმულ შეკითხვას მოაყოლა, კითხვა კი ასეთი გახლდათ " თუ რამე გინდოდა ქეცბაია-მინაშვილის ეთერში იქვე იჯექი და გაგეცა პასუხი"

"ერთი-ორჯერ მოვკარი თვალი რაღაც მუქარას, ასევე ოჯახის ხსენებას და მეც ვიცი სათანადო ზომები როგორ უნდა მივიღო სამართლებრივიც და სხვანაირიც. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით ძველი ბიჭი არა
ვარ, ვარ კანონმორჩილი ადამიანი. ხოდა კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ.

რასაც დამიწერთ იმის მიხედვით მეც გაგცემთ პასუხს, კიდევ ერთხელ ვიძახი სამართლებრივ  და ზრდილობის ჩარჩოში. ვინც რაღაც კანონს ან წესებს გადააბიჯებს და ისეთ მუქარას წავიკითხავ სადმე, რომ ან ოჯახის ან ჩემ პირად ცხოვრების რამე მუქარის შემცველი იქნება, მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ.

გაფრთხილებთ სულ ყველას, თუ გინდათ არც გაგაფრთხილებთ, მაინც მასე ვიზამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არავის არ ეშინია თქვენი, არც ფეხბურთელების, არც მწვრთნელების და არც ვიღაც გულშემატკივრების, რომლებიც აქ რაღაცეებს დგამთ და თავი რემბოებად წარმოგიდგენიათ, არ არის მასე, რემბოებიც გვინახავს და მათი მეგობრებიც, მაგრამ არ შეგვშინებია. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, მე ჩემი პოზიცია მაქვს. შენ გიყვარს ქეცბაია? გინდა ნაკრების მწვრთნელად? კი ბატონო, გენაცვალე სულში, ამიტომ გამოვიდე და გაგინო? არ შემიგინებია არავისთვის, ვიგინო? პოლემიკა გინდა? კი ბატონო, შემოდით იკითხეთ გაგცემთ შესაფერის პასუხს"   

საბოლოოდ, ლევანმა აღნიშნა, რომ" თემური კარგი ფეხბურთელი და გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ რაც იყო იყო, მაგრამ ჟურნალისტებთან უხეშად საუბრობდა".

altლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

altსალუქვაძე ქეცბაიაზე: "ქსენოფობი და უზრდელია - მის დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"






მკითხველის კომენტარები / 60 /
იმედგაცრუება იყო სალუქვაძის და ბარათაშვილის ინტერვიუ კობიაშვილთან, ეს დავარცხნილი კითხვები რა იყო ვერ გავიგე, ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ ორივე ჟურნალისტი ლამის კობიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრები იყო... ეჰ როგორიც ფეხბურთიც გვაქვს საქართველოში ისეთი სპორტული ჟურნალისტები გვყავს, ძალიან გამიცრუეს იმედები.
ტეტე
21 ნოემბერი 2020 18:51
5
არ მომწონს სალუქვაძე,არც როგორც ჟურნალისტი და არც როგორც პიროვნება!!! განსაკუთრებით მას მერე,რაც საქართველოს საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთის მიერ,ფსკერის გახვრეტის შემდეგაც კი,ერთი,თუნდაც ერთი მწვავე კითხვა არ დაუსვამს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად წოდებული,უღირსი და უსინდისო კობიაშვილისთვის,აი აქ ჩანს ის,თუ რეალურად რა სულის პატრონიც გახლავთ ამხანაგი სალუქვაძე!!!
!!!
21 ნოემბერი 2020 15:56
17
შენ ჟურნალისტი გგონია თავი? რაო კობიაშვილმა, გადაგისვა თავზე ხელი ეთერის მერე? სწორად იქცეოდა თემური და კიდევ უფრო მეტად აგრესიულად ეთქვა თქვენთვის სათქმელი, ვაზელინებად რომ იქეცით და კაცობის აღარაფერი გცხიათ, შენი ვაჟკაცობის შენ თვითონ მაინც თუ გჯერა :დ ან ცუდი რაც მოხდა ყველაფერი რომ სხვას შეაწმინდა და გურიის წარმატება თავისად გაასაღა, მაინც არ გაგიჩნდა კითხვები ვაჟკაც? ხელფასს იმიტომ არ იღებს, კანონმდებლობა რომ უკრძალავს და მაგას მაგარ ნაბიჯად უთვლით? ან საქმეს რომ აკეთებდეს ხელფასს რატომ არ უნდა იღებდეს, მაგრამ კონსტიტუცია გამოისვით უკან და ჩვენ გვასწავლით კიდე ჭკუას
გიორგი
21 ნოემბერი 2020 02:52
24
Temuri ara torola.
Ufucucyctx
21 ნოემბერი 2020 08:57
10
ეეეეე კაი რა, აგრესიულად მოიხსენიე უდანაშაულო ადამიანი და ბუმერანგივით დაგიბრუნდა უკან! ცოლ-შვილი და ოჯახი რა შუაშია ხალხო?! მეც გავაკრიტიკე ეს კაცი მარა , ლანძღვა და გინება რა არის ეხლა..(ტეხავს)! / ხალხი მაინც ცხელ გულზე იყო და ვერ მოთოკეს ნერვები, შენ კანონმორჩილი ადამიანი ხარ გეტყობა და დაივიწყე ეს ამბავი ასე აჯობებს დამიჯერე! / //// სიმართლე რო ითქვას ძირითადად თავისუფლად აზრს (კრიტიკულს) შენ და ვოვა გუცაევი იძახის, ამხელა კაცი არ იზარებს და გადაცემა მიყავს, თან რა აქტიურია, სხვა ჟურნალისტები და სხვა ვეტერანები და მოქმედი სპორცმენები გაყუჩულები არიან , ოღონდ ერთმანეთს არ აწყენინონ , ხმას არ იღებენ და ფეხბურთი სულ ფეხებზე კიდიათ!
Vasili
21 ნოემბერი 2020 01:48
15
ქეცბაიაა უდანაშაულო? 13 000 0000 ლარი რაში აიღო ამიხსენი? 13 მილიონი!! ხორვატიათან მოგების შემდეგ 4 წელი არაფერი გაუკეთებია ყრუ დაცვის გარდა.. ფულს კი ხვეტავდა და წილში ყავდა სხვა კორუმპირებული ჩინონვნიკები
giorgi
21 ნოემბერი 2020 09:51
11
13 მილიონი მხოლოდ მას არ აუღია,ეგ უბრალოდ მასე ჩანდა,მან 3 აიღო ,დანარჩენი რ.არველაძემ და ზ.სიჭინავამ მოტეხეს.
დევკალიონი
21 ნოემბერი 2020 11:15
5
ყველაფერში გეთანხმები ლევან, მარაზმია მუქარა და მით უმეტეს ოჯახის, ან გინება რა კაცობაა, კამათი შეიძლება ნორმის ფარგლებში ყველაფერზე, მეც უდიდეს პატივს ვცემ თემოს და ვაფასებ, შენს მიმართ ლევან პატივისცემა არ გამაჩნია, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას რამე გაკადრო, თუნდაც გუშინ ძალიან მეწყინა შენგან და ბიძინასგან რომ კობიაშვილს გოშიებივით ეჯექით სტუდიაში და ერთი პირდაპირ ნორმალურად, კაცურად არაფერი კითხეთ, გული ამერია, 10 წუთი გაგიძელით მხოლოდ და გადავრთე, ქეცბა კი გულიანი და პირდაპირი კაცია, ამიტომ უყვარს ის ხალხს და არა შენ, თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ შეურაცყოფის მიყენება და მით უმეტეს ოჯახის ხსენება მდაბიო საქციელია
llcl
21 ნოემბერი 2020 15:49
7
საქართველოში კოვიდზე, უარესი ვირუსი გავრცელდდა, ეს არის ერთმანეთის მიმართ შეურაცყოფის მიყენება. დაუკვირდით: ქალი, კაცი, ახალგაზრდა გოგ-ბიჭი, ბავშვი, მოხუცი, ყველა ერთმანეთს რა აგრესიულად ეჩხუბება და რა პირით აგინებენ ერთმანეთს . ეს არის ყოვლად აუტანელი საქციელი რაც დღეს საქართველოში ხდება. ასეთი საქციელებით ფონს ვერ გავალთ და უარეს შედეგებს მივიღებთ. არ ვიცი აქ უკვე რამ უნდა გვიშველოს...
ქართველი.
21 ნოემბერი 2020 11:25
0
სალუქვაძე პატრიოტი კაცი, რო იყოს და სიმართლის მთქმელი, ამ ფედერაციას და კობიაშვილს უნდა ეძახოს, რო უძრდელები და გაუმაძღრები არიან, მაგრამ არ აქვს მაგის ვაშკაცობა ეს ერთი და მეორე ფედერაცის ლაქიაა და მეტი არავინ... ქეცბა რასას ამბობდა ყველაფერს მართალს ამბობდა და ყველას პირში ეუბნებოდა სათქმელს.
გოგა
21 ნოემბერი 2020 18:23
9
სალუქვაძეს და ბარათაშვილის ნაცსექტა...ესენი რა პატრიოტები არიან ფულზე გაყიდულები..სალუქვაძე საერთოდ ფარჩაკია ქეცბაზე შორიდან იძახის..რამე რომ უთხრა ეგრევე დაიკავებს გრძელ სიას..
გელა8-ს
22 ნოემბერი 2020 13:30
1
ჯერ წერა კითხვა გესწავლა,ლევანი რომ პატრიოტია იცის ყველამ ვინც მას იცნობს,აი შენ კი წარმოგვიდგინე თავი ვინ ხარ რა გაგიკეთებია ისეთი რომ შენი ქვეყნისთვის შენ გამო ან მადლობა მიეღო ან ტაში სამშობლოს, ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში და შენ რადგან ენას ძვალი არა აქვსო .........ჰაიდააააა, ეს მეორე ვინაა ბარათაშვილი? ბიძინას ინტელექტი,გნებავთ ზრდილობა ერთად რომ მოაგროვო შენკენ შესაძლოა თქვენი IQ-ს ჯამი ახლოს ვერ მივიდეს ბიძინასასთან..........
გელა 8
21 ნოემბერი 2020 20:00
27
ყველა გამოხმაურება
კარგი თუ თემური არის ქსენოფობი და უზრდელი თემური ალბათ გასცემს პასუხს ამას თავისით მაგრამ გუშინ კობიაშვილი რო ჰყავდა სტუმრად რატომ არ ჰკითხა იმაზე რომ ის პიროვენებები რომლებმაც ბავშვებს დედა აგინეს ხელი გარტყეს და მერე ბოდიშის მოხდაც კია არ იკადრეს და აქეთ ტელევით გამოვიდნენ და თქვეს მისაღები ვისაც ქონდათ იმათ მივაღებინეთო თუ დადგებოდა ამ ხალხის პასუხისმგებლობაა რატო არ კითხაა?? დასკვნა თქვენ თვითნ გამოიტანეთ ეს რა კაციცაა ამის მერე.
გიო
21 ნოემბერი 2020 13:29
14
ტელე იმედი ქოცების დანამატია ყველამ ვიცით . ძალიან მაინტერესებს რატო არავინ აგო პასუხი კანონის წინაშე ფედერაციიდან პატარა ფანების გატყეპისთვის ? თუ მისაღებმა მიიღო ???? აი ესეთი კანონმორჩილები ხართ მთელი ქოცხროვა ...
სიმართლე
21 ნოემბერი 2020 09:54
24
აბსოლუტურად ვეთანხმები სალუქვაძეს!!!!! ქეცბაიას დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა. რადგან ანორთოსისში ქართველები მიყავს ეგ არ ნიშნავს, რომ ძველი შეცდომები გამოასწორა!!!!! ქართველები თუ მიყავს გუნდში მაგითი პირველ რიგში თვითონ მშვენივრად სარგებლობს, არც ისე მაღალ ხელფასზე არ თამაშობენ მაგასთან ბიჭები ასე რომ დაწყნარდით ქეცბაიას ადვიკატობა არ ჭირდება!!!!
აგული
21 ნოემბერი 2020 10:03
21
გუშინდელ ბურთი და მოედანს უყურეთ? ამ გადაცემას ამზადებდა ორი თვე ამაზე ამბობდა ნახე რა გავაკეთოო? ერთი მწვავე კითხვა არ დაუსვამს ერთი მწვავე წინადადება არ უთქვამს. გეგონება ჩემი ბრალია ეს შედეგები რაც ქართულ ფეხბურთს აქ. იმდენი შეცდომა დაუშვა კობიმაც რო ხან ფონდი მაგათ არ ეხება მერე ბავშვთა ფეხბურთს ფონდი აფინანსებსო ანუ ჩვენ და რავიციი. ქუთაისი იმდენჯერ ახსენა გეგონება აწყობილია საქმე. გუნდი რო დაიშალა და ფულები გაქრა მაშინ სად იყო რატო არ დაისაჯა არავინ? ქალთა ფეხბურთი ჩვენი დამსახურება არისო და გუშინდელი უნტერვიუ ნახე გოგოების ელემენტალური ფული არ აქვთ. კარგი რაა თუ აკეთებ გადაცემას ტრაკი უნდა გქონდეს დაა დასვა კიხვები და მოითხოვო თუარადა ნუ იჭიმები
rodemdeee
21 ნოემბერი 2020 11:53
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული