რამდენიმე დღის წინ, ლევანმა თემურ ქეცბაიას უზრდელი უწოდა, რაზედაც ხალხისგან დიდი აგრესია მიიღო.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიტყვებს, ერთ-ერთი მაყურებლისგან დასმულ შეკითხვას მოაყოლა, კითხვა კი ასეთი გახლდათ " თუ რამე გინდოდა ქეცბაია-მინაშვილის ეთერში იქვე იჯექი და გაგეცა პასუხი"
"ერთი-ორჯერ მოვკარი თვალი რაღაც მუქარას, ასევე ოჯახის ხსენებას და მეც ვიცი სათანადო ზომები როგორ უნდა მივიღო სამართლებრივიც და სხვანაირიც. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით ძველი ბიჭი არა
რასაც დამიწერთ იმის მიხედვით მეც გაგცემთ პასუხს, კიდევ ერთხელ ვიძახი სამართლებრივ და ზრდილობის ჩარჩოში. ვინც რაღაც კანონს ან წესებს გადააბიჯებს და ისეთ მუქარას წავიკითხავ სადმე, რომ ან ოჯახის ან ჩემ პირად ცხოვრების რამე მუქარის შემცველი იქნება, მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ.
გაფრთხილებთ სულ ყველას, თუ გინდათ არც გაგაფრთხილებთ, მაინც მასე ვიზამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არავის არ ეშინია თქვენი, არც ფეხბურთელების, არც მწვრთნელების და არც ვიღაც გულშემატკივრების, რომლებიც აქ რაღაცეებს დგამთ და თავი რემბოებად წარმოგიდგენიათ, არ არის მასე, რემბოებიც გვინახავს და მათი მეგობრებიც, მაგრამ არ შეგვშინებია. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, მე ჩემი პოზიცია მაქვს. შენ გიყვარს ქეცბაია? გინდა ნაკრების მწვრთნელად? კი ბატონო, გენაცვალე სულში, ამიტომ გამოვიდე და გაგინო? არ შემიგინებია არავისთვის, ვიგინო? პოლემიკა გინდა? კი ბატონო, შემოდით იკითხეთ გაგცემთ შესაფერის პასუხს"
საბოლოოდ, ლევანმა აღნიშნა, რომ" თემური კარგი ფეხბურთელი და გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ რაც იყო იყო, მაგრამ ჟურნალისტებთან უხეშად საუბრობდა".
ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს
სალუქვაძე ქეცბაიაზე: "ქსენოფობი და უზრდელია - მის დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"
არადა ძველი ბიჭივით კი ტლიკინებდა