ფოტო: gurianews
დაბა ლანჩხუთში ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელების საზეიმოდ, საპატივცემულოდ დახვდნენ, კადრებს კი საინფორმაცია სააგენტო "გურია ნიუსი" ავრცელებს.
მოგეხსენებათ, გურულმა გოგონებმა მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე შეხვედრაში გასვლაზე რუმინული "კლუჟი" დაამარცხეს და ტურნირის "პლეი აუტის", ანუ ძირითად ეტაპზე ითამაშებენ.
ლანჩხუთელმა გოგონებმა არა მხოლოდ გურულები, მთელი საქართველო გაახარეს და ცხადია, ასეთ დახვედრას იმსახურებენ.
წყარო: gurianews.com