შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი შოთა და აჩი არველაძეები იყვნენ.

შოთიმ საქართველოს ნაკრების შესაძლო ჩაბარებასა და თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი.

"ამ ეტაპზე რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. არის თურქული, ესპანური და პორტუგალიური კლუბების ვარიანტები.

ნიდერლანდებიდან საშუალო დონის გუნდიდან დამირეკეს და მიმიწვიეს. "ტრაბზონსპორი" კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან იქ სულ არეულობაა და არ მინდა რა.

მინდა, რომ "ბარსელონადან" დამირეკონ და მიმიწვიონ, მაგრამ... ვფიქრობ, რომ ტაშკენტში გატარებული 3 წლის შემდეგ, როგორც მწვრთნელი, ძალიან გავიზარდე.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ჩაბარებას... პირდაპირ ვიტყვი, რომ არ
მინდა! ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ", - ამბობს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
მაკედონიასთან თამაშით როგორ შეიძლება დღევანდელი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რომ ვაკრიტიკოთ??? ეს თამაში საფეხბურთო მაფიამ ისე წარმართა,როგორაც საქმეს სჭირდებოდა!!!პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტოტალიზატორებში წარმოუდგენლად დიდი ფსონები დაიდო საქართველოს არ წაგებაზე. პანდევი დღეს მაკედონიის ნაკრების ყველაზე სახელოვანი ფეხბურთელია,ამიტომ გაატანინეს გოლი! გთხოვთ არ დაბლოკოთ.მესმის,რომ ასეთი რამის გაგება არავის სურს, ჩვენ ყველას გვაღიზიანებს,მაგრამ ეს არის ის რაც სინამდვილეში მოხდა.ბარსელონა-რეალის მატჩზე რომ ფოკუზი გაკეთდება,საქართველო-მაკედონიაზე რა გასაკვირია რომ მოხდეს ასეთი რამ!!!პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხები ქართველებს კარგად გვიცნობენ,დარწმუნებული იყვნენ,რომ საქართველოს ნაკრები ასეთ შანს ხელიდან არ გაუშვებდა,თავის მოედანზე საშუალო დონის ნაკრებთან მოგებით მოხვედრილიყო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე!!! არ დაბლოკოთ
....
21:54 12-01-2021
0
ახალკაცმა იმიტომ დადო შედეგი, რომ მის საქმეში არავინ ერეოდა. დღეს კი საქართველოში ამის გარანტიას ვერ მიიღებს, "შინაურ მღვდელს ხომ არასდროს ააქვს შენდობა", რატომ მოიშალოს ნერვები? გაგება შეიძლება. ამასთანავე, გუნდის 80% - ითაა გადასახალისებელი და ახალგაზრდობას მომაგრება უნდა ამას კი 3-4 წელი მაინც უნდა, ჩვენ კი შედეგი, დღეს გვინდა
ჟორა
13:04 28-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული