შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი შოთა და აჩი არველაძეები იყვნენ.

შოთიმ საქართველოს ნაკრების შესაძლო ჩაბარებასა და თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი.

"ამ ეტაპზე რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. არის თურქული, ესპანური და პორტუგალიური კლუბების ვარიანტები.

ნიდერლანდებიდან საშუალო დონის გუნდიდან დამირეკეს და მიმიწვიეს. "ტრაბზონსპორი" კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან იქ სულ არეულობაა და არ მინდა რა.

მინდა, რომ "ბარსელონადან" დამირეკონ და მიმიწვიონ, მაგრამ... ვფიქრობ, რომ ტაშკენტში გატარებული 3 წლის შემდეგ, როგორც მწვრთნელი, ძალიან გავიზარდე.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ჩაბარებას... პირდაპირ ვიტყვი, რომ არ
მინდა! ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ", - ამბობს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
გარდა ულევი სიხარულისა, რომელიც მოუნიჭებია, ეს კაცი იმიტომაც მიყვარს, რომ ყოველთვის პირდაპირ ამბობს სათქმელს, რუსებთანაც, თურქებთანაც და ქართველებთანაც.
ცოტნე
27 ნოემბერი 2020 08:34
1
როცა ძლიერი ხარ და ეცლები ეს დანაშაულია საქმის,ქვეყნის და ერის წინაშე,თუ ძლიერმა არ იბრძოლა,სუსტს რას მოსთხოვ.
სსსს
27 ნოემბერი 2020 05:01
11
რატომ გიკვირთ მასე რომ თქვა,ფეხბურთელს არ აგინეს ბოლოს არ გახსოვთ ნაკრების თამაშზე.
კახა ქ.
27 ნოემბერი 2020 00:37
1
ზუსტად მაგ გინების შემდეგ მხვდა წილად პატივი შოთისთვის ხელ ჩამომერთვა და მადლობა მეთქვა. ეს შემთხვევით აეროპორტში მოხდა, როცა ის ჰოლანდიში ბრუნდებოდა და მე მას ბომბარდირობა ვუსურვე, თან უთხარი რომ მჯეროდა მისი. გახდა კიდევაც ბობარდირი იმ წელს. შოთიმ იცის რომ განუზომლად დიდი სიყვარული და პატივისცემა აქვს საქრთველოშო. მე კი იმაშიც ვარ დარწმუნწბული რომ ნაკრების მწვრთნელობის გამო ის ამ ყველაფერს ვერ გაანიავებს. ვფიქრობ ის ამ ჩასვრილი ფედერაციის გამო არიდებს თავს. მოვა დრო და გაწვრთნის, რადგან დარწმუნებული ვარ შოთი ამაზე ოცნებობს, ის უბრალოდ დროს დაელოდება. ვფიქრობ სწორედაც იქცევა.
G.LA
27 ნოემბერი 2020 03:55
3
აქ სხვა რამეშია საქმე. შოთი მართლა პროფესიონალურად უდგება საკითხს. იცის რომ დამოუკიდებელი ვერ იქნება. ვერანაირად და ამ ჭაობში არ უნდა ყოფნა .მაგიტომაც გაეცალა საქართველოს და სწორიც ქნა. ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის და ქართულ რეალობასთან რო ვერ შეითავსებს ეგეც კარგად იცის. ეს მიზეზები ისეთ პონტში ნათქვამია ნახევრად ხუმრობით, როგორც ჩვევია სიტუაცია თუ როდესმე შეიცვლება ანუ ფედერაციის ჯოგი, მაშინ შეიძლება დათანხმდეს და თანაც სიამოვნებით. ისე ამ წუთას შოთიზე მაგარი მწვრთნელი საქართველოში არავინაა საერთოდ. დასაფასებელია რომ ფულზე არ იყიდება და არცერთ მთავრობას არ ეტენება ზოგიერთებივით.
ზურა
27 ნოემბერი 2020 00:15
5
სოლიდურ საფეხბურთო სკოლაში ბავშვების ვარჯიშზე, ჩემი თვალით ვუყურე ბავშვმა უკან მისცა მეკარეს ბურთი რადგან უკეთესი ვარიანტი არ ქონდა. მწვრთნელმა გააჩერა თამაში და ეუბნება: მე იმ მცველს არ ვაღიარებ რომელიც მეკარეს უკან ბურთს უბრუნებს და წინ წასვლის ეშინიაო ანუ რამხელა სისულელეს ასწავლის, პრაგმატულად კიარ იაზროვნო მერე რა რომ ცველი ხარ, წინ წადი და სისულელეები აკეთეო. გაზრდის ასეთი მწვრთნელი ნორმალურ ფეხბურთელს?
David
26 ნოემბერი 2020 19:51
25
აშკარად გეტყობა მშობლის სტატუსიდან იძახი..გერმანიას მაგალითზე გეტყვი ზუსტად იგივეს ერთი ერთში ეუბნებიან მცველებს ბავშვთა ასაკში,თუ არ მოგწონს და უკეთ იცი ნუ ატარებ მწვრთნელთან შენ ავარჯიშე
david-s
26 ნოემბერი 2020 21:21
5
ადრე თუ აგინებდენ საინტერესოა
შოკირებული გულშემატკივარი
26 ნოემბერი 2020 19:49
5
არც ვამტყუნებ, სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს. იცის შოთამ რომ დამოუკიდებლად ვერ დააყენებს შემადგენლობას და მოკლედ არ დახვდება ნორმალური სიტუაცია. ბოლოს კი გულის ტკენით, შეურაწყობით და კონფლიქტით დამთავრდება ყველაფერი.
David
26 ნოემბერი 2020 19:40
5
შოთის ცხადაძის დროსაც კითხეს იგივე და უპასუხა: მე მახსოვს ახალკაცს როგორ აგინებდა გულშემატკივარი დინამოს რომ ფეხი წაუცდებოდაო და მე რას მიზამენო. ეგრეა ეგ...
Felisio
26 ნოემბერი 2020 18:40
1
შენ არ გინდა ზურიკელას უნდა/დდდ
hhh
26 ნოემბერი 2020 18:37
2
ბიჭო ომში მიდიოდა ხალხი სამშობლოს გულისთვის და იცოდნენ ან დაბრუნდებოდნენ და ან არა. იმ ბიჭებს ახლობლები არ ჰყავდათ? სირცხვილია, რასაც შენ იმიზეზებ
ლაშა
26 ნოემბერი 2020 18:33
49

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული