საქართველოს ქალთა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 ტურში საკუთარ მოედანზე მალტასთან 0:4 დამარცხდა.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ყველა შეხვედრა წააგო (ბურთების შეფარდება 3:42), 1-ელ დეკემბერს, უკანასკნელ ტურში ბოსნიას უმასპინძლებს, თუმცა ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევს.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო - მალტა 0:4
გოლები: 0:1 ზამიტი (34), 0:2 ბუგეია (44), 0:3 ზამიტი (52), 0:4 ბუგეია (58)
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, სუთიძე, ჯოჯუა, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (ბოლქვაძე 60), დანელია (კახნიაშვილი 71), თოდაძე (ბებია 79), ჩემინავა (ეპიტაშვილი 79), ჭიჭინაძე, ჭყონია