საქართველო 21-წლამდელთა ევროპირველობას უმასპინძლებს - ფინალი ბათუმში ჩატარდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველო 2023 წელს უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია

უეფას 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფას გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს,
განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, ვულოცავ ჩვენს რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე, როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად, ქართული ფეხბურთის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას არ უმასპინძლია.“

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი, ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის, ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგია და ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთისთვის, ბევრი ბაზები და სტადიონები ჭირდება ახლა საქართველოს,ფედერაციამ კი უნდა გააგრძელოს ასევე წარმატებით უეფასთან მუშაობა.
ziko
04 დეკემბერი 2020 19:56
0
2000 წელს + დაბადებულები ითამაშებენ მაგ ევროზე. 21 წლამდელები ნიშნავს, რომ შესარჩევი რომ დაიწყება მაშინ არ უნდა აღემატებოდნენ 21 წელს. ათვლა იწყება 2021 წლიდან. კვარაც იქნება და დავითაშვილიც მაგ ევროზე.
შაკო
04 დეკემბერი 2020 14:46
0
ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ფედერაციის მუშაობაში ჯერჯერობით. დატო პეტრიაშვიკის გარდაცვალების მერე ფაქტირად ვერანაირი ღონისძიების მასპინზლობა ვერ მოგვქონდა უეფადან. გილოცავთ! იმედია ბევრი კვარაცხწლია და ჩაკვეტაძე გამოჩნდება ამ ტურნირზე
Irakli Apkhaidze
04 დეკემბერი 2020 13:23
2
ეს რა ჩუმად გააკეთეს.რა მოხდა.საოცარია პირდაპირ,არასდროს უხსენებიათ თუ ამას აპირებდნენ.თან ფინალი ბათუმში.მაგარია.დიდი სიურპრიზი.ეს აშკარად აქტივში უნდა შევუტანოთ ფედერაციას.არასდროს გვივარგოდა 21 წლამდე ნაკრები.არასდროს არავინ უყურებდა ამ ნაკრებს სერიოზულად.ახლა კი შეიცვლება ვითარება.ეს ნაკრები თუ ძლიერი იქნება ეროვნულ ნაკრებს ძალიან შეეშველება.თან ეს ევრო ოლიმპიადის შესარჩევიც იქნება.მოკლედ ძალიან დიდი პერსპექტიული პროექტია.ყოჩაღ.გაღიარებთ.
master
04 დეკემბერი 2020 12:41
0
ვაუ რა მაგარიააააა! ვულოცავ მთელს საქართველოს! მე ორმაგად გახარებული ვარ, ფოთი რომ წავიკითხე)))
ფოთელი
04 დეკემბერი 2020 12:01
1
ეს კარგია,რათქმაუნდა მივესალმები და გამიხარდა,მაგრამ წყენა ფედერაციის მიმართ სამართლიანია,კონკრეტულად ის არ მომწონს რომ მოვლენ თანამდებობაზე და მერე წასვლა არავის უნდა,კი ბატონო ამ ფედერაციის დამსახურებაა ბათუმში ახალი სტადიონი, კარგია ვინ ენაგასახმობი იტყვის რომ ეს ცუდია.მაგრამ დროზე წასვლაც უნდა იცოდეთ.მიუხედავად ჩემი პირადი სიმპატია ანტიპატიისა (პორობითად) ყოველთვის მივესალმები ასეთი დიდი ღონისძიებების ჩვენს ქვეყანაში ჩატარებას.
koba
04 დეკემბერი 2020 10:42
2
რა არ ჩატარებულა 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური რომელიც ბრაზილიამ მოიგო 1985 წელს. ბრაზილიამ ისე ლამაზად ითამაშა მაშინ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავდა ტაფარელიდან დაწყებული, ჟერსონ, სილასი,მიულერით თავდასხმაში. ჰო ალბათ 80-ის საქართველო ქვეყნად არ მიგაჩნიათ ან ძალაინ პატარა იყავი. ეეჰ *Host cities: *
Bakou, Erevan, Leningrad, Minsk, Moscou, Oktemberyan, Tbilissi, Sumgait
niko
04 დეკემბერი 2020 06:33
4
კი მაგრამ კობიაშვილის დამსახურებას სად ხედავთ აქ? ცოტა ტვინი რომ გაანძრიოთ ვერა? თუ აქაც ატროლდით. ეგ ადამიანი უნდა წაეთრეს ფედერაციიდან. მაკედონიასთან და სომხეთთან წაგებაში მაგას უკვე ბრალი აღარ მიუძღვის?
დავით 67
04 დეკემბერი 2020 02:20
29
კობი არის უეფაში ფეხბურთის კომიტეტის ხელმძღვანელი და აბა ვისი დამსახურებაა ეს რომ უფლება მოგვცეს ? ალბათ შენი ხო დავით, ეზოში დომინოს თამაშის დროს მოუგე ალბათ ჩეფერინს ;)
DAVE
04 დეკემბერი 2020 10:19
1
თქვენი დამსახზურებაა, ღრმად პატივცემულო ბ-ნო დავით 67. საქართველოს კი, ვულოცავ ამ ტურნირის მასპინძლობას!!!
tngh
04 დეკემბერი 2020 10:00
1
ყველა გამოხმაურება
კვარა უკვე არ იქნება. დასანანია
ვანჩოპე
04 დეკემბერი 2020 01:33
4
კვარა იქნება
შაკო
04 დეკემბერი 2020 14:43
0
ოოო...ეს მართლაც სასიხარულო ამბავია,ძან გამიხარდა...აესე რა, იქნებ პატარპატარა ნაბიჯი გადავდგათ ფეხბურთის განვითარებისთვის და მორჩეს ესე ერთი ადგილის ტკეპნა...
romandro
04 დეკემბერი 2020 01:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული