"ქეცბაიაზე უკეთესი მწვრთნელი მე ვარ" - "მაკაბის" დამრიგებელი ქართველის შესახებ დასმულმა კითხვამ განარისხა

AutoSharing Option
ისრაელის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თელ-ავივის მაკაბის მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას ვარიანტი განიხილება. 

ამის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელ გეორგიოს დონისსაც დაუსვეს, რომელიც ამ შეკითხვამ ძალიან გააბრაზა. 

როგორც იცით, ხუთშაბათს "მაკაბიმ" საკუთარ მოედანზე "სივასპორს" სძლია და ევროპა ლიგის 1/32-ფინალში გავიდა. 

დონისიც სწორედ ამიტომ იყო გაცხარებული ჩვენ ასეთ წარმატებას მივაღწიეთ, თქვენ კი ახალ მწვრთნელზე მესაუბრებითო...

"ფაქტები ყველაფერზე მეტყველებენ. ფეხბურთში ბავშვობიდანვე ვარ. ვითამაშე ინგლისის პრემიერ ლიგაში და ასევე დიდ ბერძნულ კლუბებში.

ასევე ვწვრთნიდი დიდ გუნდებს. ზეწოლა და კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ეს მაშინ უნდა იყოს, როდესაც შედეგები ცუდია, მაგრამ ჩვენ ხომ კარგი შედეგები გვაქვს?!

თქვენ მეკითხებით რას ვფიქრობ მწვრთნელის შეცვლაზე, მე კი გპასუხობთ, რომ საბერძნეთში და კვიპროსში ჩემზე კარგი მწვრთნელი არავინაა, მათ შორის ქეცბაიაც", - თქვა დონისმა. 

altისრაელის ჩემპიონს მწვრთნელად თემურ ქეცბაია სურს

მკითხველის კომენტარები / 9 /
დარჩეს სადაც არის ისრაელში არაფერს არდსუფასებენ
ამირან
14 დეკემბერი 2020 22:17
0
Qecbaia aq arafer shuashia. Tumca tu magaze ityvit mainc davcer chem azrs. Chemi bavshvobis sayvareli fexburteli iyo, tumca kai fexburteloba karg mcvtrnelobas ar nishnavs. Samartlianoba da principuloba kargia magram tu menejeri da lideri xar gansxvavebuli azris mosmena unda shegezlos.
Milani
12 დეკემბერი 2020 22:08
2
თქვენ როგორი ტონით საუბრობთ ბატონ თემურზე? როგორ ბედავთ რომ მასთან გათანაბრება სცადეთ? ბატონი თემური ნაკრებისთვის ძალიან ბევრს აკეთებს!
გელა
12 დეკემბერი 2020 21:14
20
ქეცბაიამ ნერვებს და ემოციებს თუ არ მიხედა და მოერია, ვერასდროს ვერ მიაღწევს პროგრესს და დარჩება იმ სიმაღლეზე სადაც ეხლაა.
გუჯი
12 დეკემბერი 2020 19:39
8
ქეცბაიას მწვრთნელად მაშინ დავაფასებ, ანორთოსისს ჩემპიონს თუ გახდის.
გიო
12 დეკემბერი 2020 18:23
22
პროვოკატორი და ვიღაცის მიერ მართული ჟურნალისტები ყველგან არიან,აბა მაკაბმა ასეთ წარმატებას მიაღწია და ჯგუფიდან გავიდა და ეს კითხვა რა შუაში იყო,თუ ასეთ წარმატებებს ყოველწლიურად მიჩვეულები არიან,რასაც ეღირსენ შეირგონ.
ziko
12 დეკემბერი 2020 17:23
3
აუჰ ამას უთამაშია პრემიერ ლიგაში და საბერძნეთში აბა ქეცბამ სად ითამაშა.?
სამტრედია
12 დეკემბერი 2020 17:16
4
გეორგიოს: სალუქვაძეც ეგრე ფიქრობს...
buba
12 დეკემბერი 2020 16:48
7
სალუქვაძის აზრი ვიღას აინტერესებს, ერთი უნიჭო და პროვოკატორი ჟურნალისტია, მაგან მარტო ქეცბაიას კი არა მთელ ქართველ გულშემატკივარს მიაყენა შეურაწყოფა ტრაქტორისტები რომ გვეძახა და ბოდიშის მოხდა არც უფიქრია.
ავთო
12 დეკემბერი 2020 20:38
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული