"ადრე ამ საკითხზე არ ვსაუბრობდი" - პოგბა, მოურინიო, კაშია და სხვები უეფას ფილმში

AutoSharing Option
უეფამ სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა ფილმი, სახელწოდებით "შეურაცხყოფილნი", რომელიც ფეხბურთის სფეროში სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას ეძღვნება და აღნიშნულ სურათში სხვადასხვა ვარსკვლავთან ერთად გურამ კაშიაც იღებს მონაწილეობას.

სიუჟეტის მისი ნაწილი, ცხადია, ცნობილ მოვლენებს უკავშირდება, როცა არნემის "ვიტესის" კაპიტნად ყოფნის დროს ერედივიზიონის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში მოედანზე ლჯბთ საზოგადოების წარმომადგენელთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო-დროშა ჰქონდა გამოხატული სამკლავურზე (როგორც ყველა გუნდის კაპიტანს იმ ტურში).

ამ ამბავს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სხვადასხვა მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფი კაშიას წინააღმდეგ გამოვიდა, მისგან ბოდიშის მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გურამის ნაკრებიდან
მოკვეთაც კი მოითხოვეს. კაშიამ უკან არ დაიხია და საპასუხოდ უეფასაგან თანასწორობის იდეის მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდოც მიიღო.

"დიდი ხნის განმავლობაში ამ თემის განხილვისაგან თავს ვიკავებდი, ახლა კი სასაუბროდ ღია ვარ. ვცდილობ, ცხოვრებაში სწორი ნაბიჯები გადავდგა. ზოგჯერ ეს რთულია და გიჭირს ადამიანს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მათ აუცილებლად მოჰყვება შედეგები. შენი განცხადებებით ვიღაცას აბრაზებ, ბევრს არ მოსწონს, თუმცა წინ უნდა წავიდეთ მთელი ქვეყანა, საზოგადოება და სწორი გზით ვიაროთ", - ამბობს გურამი.

ფილმში ასევე საუბრობენ ჟოზე მოურინიო, რუუდ გულიტი, დეიან ლოვრენი, პოლ პოგბა, მეგან რაპინო, ხუან მატა, იურგენ კლოპი და სხვები...



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 26 /
ამან რაც საკუთარ თავს ავნო ისეთ შეურაცხყოფას ვერავინ მიაყენებს.ტიპი ამდენი წელი ფეხბურთელი იყო და ხალხს მარტო იმით დაამახსოვრდა რომ რაღაც ფარჩაკი სამკლაური გაიკეთა..
გურამიკო
11:07 25-12-2020
4
კაშია, ეხლა რაც არ უნდა იმართლო თავი, ხომ გაიკეთე ეგ სამარცხვინო სამკლავური, ხოდა ამ შავ ლაქას, როგორც კაცი ვერაფრით ჩამოირეცხავ!!!! ქართველების თვალში დარჩები როგორც.... აღარ გავაგრძელებ, მიხვდებით რისი თქმაც მინდოდა.
გია
10:36 25-12-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული