2020 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

AutoSharing Option
დღეს, 29 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა და რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მთავარი ჯილდო, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოიგო. ამ პრიზზე ნომინანტები, ხვიჩას გარდა, დავით ხოჭოლავა და ჯაბა კანკავა იყვნენ.

სხვა ნომინაციები:

საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი: დავით ბობოხიძე (თსუ)

საქართველოს ფუტსალის საუკეთესო ფეხბურთელი: სიმი საიოტი (ეროვნული ნაკრები)

საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე ("ლანჩხუთი")

საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ლუკა ლოჩოშვილი ("ვოლფსბერგერი")

საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ხატია ჭყონია ("ლანჩხუთი")



მკითხველის კომენტარები / 7 /
გილოცავ ხვიჩა! თუ არ მოდუნდები და იღბალმაც არ გიმტყუნა შენი მსოფლიო ფეხბურთის ცარსკვლავი გახდები
TBILISI
15:41 30-12-2020
0
იგივეა რაც ვიეტნამის საუკეთესო მორაგბე რომ იყოს ნომინაცია
ზორბეგი
13:54 30-12-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული