გიორგი მამარდაშვილი უეფას 50 რჩეულთა შორისაა

AutoSharing Option
უეფამ 50 ახალგაზრდა ტალანტი დაასახელა, რომელთაც 2021 წელს თვალი უნდა ვადევნოთ და რომელთაც ეს წელი უნდა "ააფეთქონ". გამოკითხვაში მონაწილეობა uefa.com-ის რეპორტიორებმა, კორესპონდენტებმა და რედაქტორებმა მიიღეს. ამ სიაში თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა, რომელიც ასე დაახასიათეს:

"საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი მეკარე. თავის გამოჩენა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა. ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია".

გასულ სეზონში გიორგი ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

50 რჩეულთა სიაში აგრეთვე პედრი (ბარსელონა), იენს-პეტერ ჰაუგე, დანიელ მალდინი (ორივე მილანი), ჯუდ ბელინგემი, იუსუფ
მუკოკო (ორივე დორტმუნდი), ტაკეფუსა კუბო (ვილიარეალი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი) და სხვები მოხვდნენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძაან მეიმედება ამ ბიჭის, კარგი მეკარე უნდა დადგეს და ნაკრებს გამოადგეს. წარმატებები გიორგის
თენგაბი
20:13 03-01-2021
1
ნაკრებში ლორიას ნაცვლად
ელგუჯა
12:01 03-01-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული