"ქართული სილამაზე, რომელიც აღგაფრთოვანებთ" - იტალიელებს მჭედლიძის ცოლისდა მეუღლეში აერიათ, მისი სილამაზით კი აღფრთოვანდნენ [PHOTO]

AutoSharing Option
იტალიური საიტი rosanerolive.it ლევან მჭედლიძის მეუღლის, ხატია ხვადაგიანის შესახებ სტატიას აქვეყნებს, თუმცა ერთი დიდი და ძალიან უხეში შეცდომით.

საქმე იმაშია, რომ ჩვენს კოლეგებს ხატია ხვადაგიანი მის დაში, მარიამში აერიათ.

საიტი წერს, რომ მჭედლიძის მეუღლე ულამაზესი მოდელია, ფეხბურთელზე ის 2011 წელს დაქორწინდა და წყვილს 2 შვილიც ჰყავს.

იტალიელები ასევე აღნიშნავენ, რომ სხვა ფეხბურთელების მშვენიერი მეუღლეებისგან განსხვავებით, ხატია ხვადაგიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა მისი სილამაზე გამაოგნებელია.

სტატიას კი ასეთი სათაური აქვს: "ლედი მჭედლიძე, ქართული სილამაზე, რომელიც აღგაფრთოვანებთ".

მარიამ ხვადაგიანი კი
მართლაც ლამაზი გოგონაა და გთავაზობთ იმ ფოტოს, რომელიც სტატიაშია ნაჩვენები.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული