შოთა არველაძე "ალკმაარში" ბრუნდება? - ქართველი მწვრთნელის დანიშვნა ცნობილ ნიდერლანდურ გუნდს სურს

AutoSharing Option
ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე შესაძლოა, სათავეში ნიდერლანდურ "ალკმაარს" ჩაუდგეს. ამის ვარაუდის საფუძველს კი მისი ძმის აჩის კომენტარი გვაძლევს.

"შოთის წინადადებები აზიური და თურქული გუნდებიდან აქვს. არის ერთ-ერთი ნიდერლანდური საკმაოდ კარგი გუნდის ვარიანტიც, რომელსაც ჯერ ვერ დავასახელებ.

ეს კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებაშია და შოთი კანდიდატებს შორისა", - თქვა აჩი არველაძემ.

შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ საუბარი "ალმაარზეა". ამ გუნდმა 2020 წლის 5 დეკემბერს არნე სლოტი გაათავისუფლა, კლუბს კი დროებით მისი ასისტენტი პასკალ იანსენი უდგას სათავეში.

იანსენი ჯერჯერობით დაკისრებულ მოვალეობას თავს ცუდად არ
ართმევს და ალბათ, გუნდის ხელმძღვანელობა ფიქრობს, გაუფორმოს თუ არა მას სრულფასოვანი კონტრაქტი.

აქვე გეტყვით, რომ შოთა არველაძე "ალკმაარში" ფეხბურთელის რანგშიც 2005/07 წლებში თამაშობდა  და 60 შეხვედრაში 36 გოლი შეაგდო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კი ყველას, განსაკუთრებით მაგათი უფროსი ძმა უყვარს ხალხს, მერე კობიაშვილი და სიჭინავა.
Leonidas
14:47 11-01-2021
3
ყველას უყვარს არველაძეები, ჯიგრები და კარგი ქართველები არიან და მაგიტომაც იწერება ამდენი, თუ არ გაინტერესებს გადაახტი და ნუ წაიკითხავ, ვინ გაძალებს? წარმატებები შოთა, ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა ქართველი!
გიო
05:14 11-01-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული