ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობას ბათუმის სტადიონზე მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული კომპანია SISPITCHES-ი განახორციელებს.
სტადიონის მშენებელი კომპანია "ანაგი" საფარის მოდერნიზებას საკუთარი სახსრებით განახორციელებს.
საერთაშორისო ბრენდ SISPITCHES-ს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის, ბარსელონას "კამპ ნოუს" და მილანის "სან სიროს" სტადიონები. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 სტადიონის მინდორი ჰიბრიდული საფარით სწორედ SISPITCHES-მა მოაწყო.
მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენჯერმე გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.
სტადიონის მოედნის ჰიბრიდული ზედაპირი არის საკმაოდ ძვირად ღირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა და წარმოდგენილია ისეთი მაღალი დონის სტადიონებზე, როგორებიცაა მილანის "სან სირო", ბარსელონას "კამპ ნოუ", ასევე ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების A კლასის სტადიონები.
გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. 2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
ეგრე გააგრძელეთ, მერე იტყვით განათება არ ვარგა, ბერნაბეუსი უნდა დავაყენოთო