თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები გიორგი ჭილაია და გიორგი თავაძე დახმარებას ითხოვენ.
სოციალურ ქსელში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ მათ საკუთარი საარსებო წყარო არ გააჩნიათ.
"საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები, ჩვენ - გიორგი (გია) თავაძე და გიორგი (გია) ჭილაია ვიყავით თბილისის დინამოს ფეხბურთელები.
ვართ 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის გამარჯვებულები, ვართ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები, გვაქვს სახელმწიფოსგან მინიჭებული სპორტის რაინდის წოდება. დღეისთვის ვართ პენსიონერები, არ გაგვაჩნია საკუთარი საარსებო წყარო, ვართ უმუშევრები ათეული წლებია, არ
მიგვიღია საცხოვრებელი ბინა და დღემდე ვცხოვრობთ ქირით.
ძალიან გაგვიჭირდა. გთხოვთ ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს და უბრალოდ კეთილ ხალხს გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი.
თითოეული გადმორიცხული ლარი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.
თითოეული გადმორიცხული ლარი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.
მადლობას გიხდით თანადგომისა და სოლიდარობისთვის.
მიმღები: გიორგი თავაძე
საქ ბანკი GE63BG0000000498533795
თიბისი GE24TB7845245064300028
თიბისი GE24TB7845245064300028