თბილისის "დინამო" წლის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" პირველ საკონტროლო მატჩში სერბეთის ქალაქ სურდულიცას "რადნიკთან" 0:1 დამარცხდა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილზე იმყოფება. გოლი პირველ ტაიმში ჩრდილოეთმაკედონიელმა ნახევარმცველმა ზორან დანოსკიმ გაიტანა.

ეს საქართველოს ჩემპიონის ამ წელში ჩატარებული პირველი მატჩი იყო და გუნდს პირველად უხელმძღვანელა გიორგი ნემსაძემ.

"დინამო" უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მომენტებს იშვიათად ქმნიდა და მარცხი განიცადა.

დინამო (სასტარტო): კვასხვაძე, კობოური, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, პაპავა, იაშვილი, კუცია, სპორსკლედი, გაბედავა, მარუშიჩი

მეორე ტაიმში ნემსაძემ შემადგენლობა სრულად შეცვალა.

26 იანვარს "დინამო" სერბეთის "ნაპრედაკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფარერები გვიგებს,მაკეონია გვიგებს,გაჭირვება გვიგებს და კორონა გვიგებს......წაგებებში მაინც ვართ პირველები,მაგის ქოქიც არ იქნა:))
optimist:)))
10:21 24-01-2021
1
ყოველი დინამოს მოგება - ფიფიას უტიფრობის გაგრძელებაა
გადასარევი გიორგი
01:27 24-01-2021
0

სიახლეები პოპულარული