თურქეთში წინასასეზონო შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" ამხანაგურ მატჩში კრუშევაცის "ნაპრედაკს" 1:0 სძლია, რომელიც სერბეთის ჩემპიონატზე მე-15 ადგილზეა.
გოლი პირველ ტაიმში "დინამოს" ახალწვეულმა სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ლევან წოწონავას პასით გაიტანა.
შეგახსენებთ, "დინამო" პირველ მატჩში სერბეთის "რადნიკთან" 0:1 დამარცხდა, 29 იანვარს კი უკრაინის "კოლოსს" შეხვდება.
"დინამო" (სასტარტო): კვასხვაძე, კობოური, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, ქარდავა, წოწონავა, მოისწრაფიშვილი, სპორკსლედი, გაბედავა, მარუშიჩი
ხემ თქვა, ცული რას დამაკლებდა შიგ რომ ჩემი გვარისა არ ერიოსო...