საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)
წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (აელი, ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა
პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. 2 თებერვალს, 18:00 საათზე, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
ამავე მიზეზით მატჩზე შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან მედიის წარმომადგენლები.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ამ დროისთვის ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული. საფრანგეთისა და საქართველოს პირველი მატჩი 2020 წლის 8 დეკემბერს ფრედ, 4:4 დასრულდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი:
2 თებერვალი
საქართველო - რუსეთი
5 მარტი
საქართველო - სომხეთი
10 მარტი
სომხეთი - საქართველო
9 აპრილი
საქართველო - საფრანგეთი
12 აპრილი
რუსეთი - საქართველო
ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს. აღნიშნული ქვეყნის ნაკრებმა ევროსაგზური საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, მასპინძლის სტატუსით უკვე მოიპოვა.
GFF.GE