კახა ცხადაძე: როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს

AutoSharing Option
"პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ამ პოსტზე არ განიხილავენ, ეროვნული გუნდის დამრიგებლობა კი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თავკაც თემურ ქეცბაიას შესთავაზეს.

"ჩემ შესახებ გადაწყვეტილება (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებსა და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს; ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით
"დინამო" უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა".

ცხადაძემ კომენტარი ეროვნულ ჩემპიონატზეც გააკეთა:

"საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთში სისტემა იყო. ეს საკითხი ჩვენთან ახლა დასალაგებელია. ჩემი აზრით, სამი მიმართულებაა, რომლებსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. პირველია ბავშვთა ფეხბურთი, სადაც ბოლო წლებში ნიჭიერი მწვრთნელები გამოჩნდნენ. მეორე ინფრასტრუქტურაა, მესამე კი – საკლუბო ჩემპიონატი“, – განაცხადა საქართველოს "პირველი არხის" გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.

მან საკლუბო დონის განვითარებაზე ილაპარაკა: „საკლუბო დონე არ გაძლიერდება, თუ შემოსავალი არ იქნება, რადგან ფულის გარეშე კლუბები ვერ განვითარდებიან. კვიპროსში გუნდებში 1-2 ადგილობრივი ჰყავთ, ყველა დანარჩენი ლეგიონერია. საბედნიეროდ, ჩვენ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ განვითარება და სტიმული სჭირდებათ, გუნდებს კი - ლეგიონერები. მაგრამ მათ ჩამოსაყვანად ფინანსებია საჭირო. თორემ ხომ ვხედავთ, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან, ფაქტობრივად, ფეხბურთელს არ ათამაშებენ", - აღნიშნა კახი ცხადაძემ.



მკითხველის კომენტარები / 44 /
მე მაგალითათ გერმანელ სპეციალისტს მოვიწვევდი. რომელ ქვეყანამაც ეგ გზა აირჩია ყველამ შედეგი დადო, რად ღირს მარტო ოტო ილგნერის დროინდელი საბერძნეთის ნაკრების გახსენება! თუ გინდათ გუნდში წესრიგი კაცი რომელიც არ გაუწევს ანგარიშს ვიღაცის დავალებას და შედეგს დაგიდებთ, მაგაზე კარგს ვერ მოიფიქრებთ! მაგალითათ მიუნხენის ბაიერნმა სამი უძლიერესი სპეციალისტი გაუშვა რო უფრო ძლიერი მოეძებნათ და ის ხალხი ამ დრომდე უგუნდოთ არიან მგონი მაგალითათ კლინსმანი ან რიგხაგელი!
საქართველო
04 თებერვალი 2021 17:21
11
ოტო ილგნერი ვინაა ? :0 ილგნერი იყო სახელად ბოდო . ოტო ერქვა რეჰაგელს და ის იყო იმ საბერძნეთის მწვრთნელი . არ არის აუცილებელი უცხოელი . უცხოური მიდგომა უნდა დავიწყოთ ბავშვებიდან და მივიღებთ ისეთ ფეხბურთელებს , როგორებსაც ესმით უცხოელი მწვრთნელის , მაგალითად გერმანელის . არ გვყავდა ტოპმიოლერი და კუპერი ? რომელიმეს კომპეტენცია დაეწუნებოდა თუ ეხლანდელი ფეხბურთელები ჯობიან მაშინდელებს ? ! შედეგითაა ძამიკო დასათვლელი . აქ კიდევ , ჩივაძე ჯობდა ყველას და არა მგონია წინაპრებიდან გერმანელი ყავდეს ვინმე საშას . რატომღაც , მალე ივიწყებთ გუშინდელ დღეს და ემოციებზე დაურდნობით წერთ .
zaza
05 თებერვალი 2021 02:47
0
ოტო ილგნერი ვიღაა, საბერძნეთიდან?:)))
emigranti
05 თებერვალი 2021 01:42
0
ყველა გამოხმაურება
ჯერ ერთი, ქეცბაიას სულ რომ დაუჩოქონ აქ ნაკრებში ჩამომსვლელი აღარ არის. მეორეც კონტრაქტი აქვს კლუბთან, სადაც იციან მისი ფასი და არ გამოუშვებენ.

პირველმა კანდიდატმა - არველაძემ უარი თქვა კარიერის გაწირვაზე, რადგან ბრწყინვალედ ახსოვს ქეცბაიას ისტორიაა და არა მხოლოდ...

იდეალური ვარიანტია ცხადაძე, რომელიც პირველ შემთხვევაშიც ზუსტად ასეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში დაინიშნა ნაკრების დროებით მწვრთნელად და თავი არ შეურცხვენია. მერე გაუფორმეს გრძელვადიანი კონტრაქტი და კობიაშვილის გუნდი რომ მოვიდა ფედერაციაში მადლობის ნაცვლად გააპანღურეს ნაკრებიდან.

კობიაშვილმა უნდა ილოცოს, რომ ცხადაძეს დავიწყებული ჰქონდეს ლევანის უმადურობა და მთელმა ფედერაციამ ერთ ადგილას უნდა აკოცოს, თუ ქვეყნის გამო გვერდზე გადადებს სიამაყეს, დაივიწყებს კობიაშვილის ჩასვრილს და დათანხმდება ამ გაუბედურებული ნაკრების ისევ თავიდან აშენების მცდელობას!

შექმნილ სიტუაციაში უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს! ამიტომ,

1. ჯერ კობიაშვილს უნდა შევაგნებინოთ ხალხმა რომ კაცურად მოიქცეს და საკუთარ ჩასვრილზე ბოდიში მოუხადოს კახას და შესთავაზოს ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება და ნაკრებში დაბრუნება. შეცდომის აღიარება და საერთო საქმისთვის პირადი ინტერესებისა და შეახედულებების გვერდზე გადადება იქნება ნამდვილი პროფესიონალიზმის გამოვლინება, რაშიც დღეს უკვე თითქმის ყველას ეჭვი გვეპარება კობიაშვილთან მიმართებაში.

2. ამის შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებმა უნდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ კახა ცხადაძეს ასევე პროფესიონალური ნაბიჯის გადადგმისკენ, რაშიც მე პირადად ეჭვი ჯერ-ჯერობით არ მეპარება. დანარაჩენს დრო გამოაჩენს... თუმცა ცხადაძის მხრიდან უარის გაგებაც შეიძლება, რადგან არველაძის მსგავსად, მასაც კარგად ემახსოვრება როგორ ლანძღავდნენ გულშემატკივრები ნაკრების ქათველ მწვრათნელებს - ჩივაძეს და ყიფიანს, ქეცბაიაზე ისტორია ხომ ჯერ ისევ "ცხელია"...
უნივერსალი
05 თებერვალი 2021 16:56
3
მართალი ხარ ყველაფერში, მარა საქართველოს ნაკრების წარმატემული თამაში მგონი არავის არ აწყობს, და მიზეზი იქნებ დაწეროს ვინმემ. აქაც ფული ტრიალებს თუ დაიკიდა ყველამ ქვეყანაც და ღირსებაც???
უბრალო
07 თებერვალი 2021 21:31
0
შემთხვევით დამეჭირა დისლაიქზე, გეთანხმები 100 პროცენტით, ჩემგან ლაიქი :)
grisha
05 თებერვალი 2021 21:10
0
კახის დიდ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს,როგორც მწვრთნელი ეროვნული ნაკრების რაღაც მეეჭვება თუმცა ბაჩანამ მგონი დაანება თავი ფეხბურთს;)))
L.J.
05 თებერვალი 2021 14:57
2
ისე ის დროა ვიკითხოთ, ვაისი ისევ თავისუფალია?DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
fff
05 თებერვალი 2021 19:48
2
რა ქეცბაია ხომარ ღადაობთ? მის დროს ნაკრები კატასტროფულ ფეხბურთს თამაშობდა,შედეგებზე არც კი ღირს საუბარი.მაგას კიდე ცხადაძე ჯობს,თუმცა არც მის დროს ვბრწყინავდით. უცხოელ მწვრთნელს ალტერნატივა არ აქვს,კარგი სანაკრებო გამოცდილებით.
ქობულეთიდან
05 თებერვალი 2021 13:13
6
და ვაისი უფრო ლამაზად ათამაშებდა ნაკრებს?
თამაშობდა ინდივიდუალურად ჩაკვეტაძე და კვარაცხელია. ქეცბაიას რომ ჰყოლოდა ეს ფეხბურთელები, მასთანაც ითამაშებდნენ.
oceola
05 თებერვალი 2021 14:37
3
ახალი სახე გვჭირდება ნაკრებში, აუცილებლად ქართველი. გვყავს ამისთანა რამოდენიმე და ის უნდა დაინიშნოს, რომელიც ნეპოტიზმის ყოველგვარ სახეობას მოსპობს. რის ქეცბა და რა "ბაჩანა", ორივემ გვაჩვენა რაც შეუძლიათ.
emigranti
05 თებერვალი 2021 01:47
6
))))) ქარᲗველი მოსპობს ნეპოტიზმს კიი!!!
ქარᲗველი ცხადაᲫე ხომ გვყავდა,Თავის ბიᲭს რომ ტენიდა ნაკრებᲨი ᲫალიᲗ,Თან ისე,რომ იმასაც არ უნდოდა ფეხბურᲗის ᲗამაᲨი....
ზურა
05 თებერვალი 2021 11:05
3
ხრდილობის და ტაქტის აშკარა დეფიციტი! ნებისმიერი დიალოგი კონფლიქტში გადადის.
gela
05 თებერვალი 2021 11:20
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული