კახა ცხადაძე: როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს

AutoSharing Option
"პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ამ პოსტზე არ განიხილავენ, ეროვნული გუნდის დამრიგებლობა კი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თავკაც თემურ ქეცბაიას შესთავაზეს.

"ჩემ შესახებ გადაწყვეტილება (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებსა და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს; ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით
"დინამო" უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა".

ცხადაძემ კომენტარი ეროვნულ ჩემპიონატზეც გააკეთა:

"საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთში სისტემა იყო. ეს საკითხი ჩვენთან ახლა დასალაგებელია. ჩემი აზრით, სამი მიმართულებაა, რომლებსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. პირველია ბავშვთა ფეხბურთი, სადაც ბოლო წლებში ნიჭიერი მწვრთნელები გამოჩნდნენ. მეორე ინფრასტრუქტურაა, მესამე კი – საკლუბო ჩემპიონატი“, – განაცხადა საქართველოს "პირველი არხის" გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.

მან საკლუბო დონის განვითარებაზე ილაპარაკა: „საკლუბო დონე არ გაძლიერდება, თუ შემოსავალი არ იქნება, რადგან ფულის გარეშე კლუბები ვერ განვითარდებიან. კვიპროსში გუნდებში 1-2 ადგილობრივი ჰყავთ, ყველა დანარჩენი ლეგიონერია. საბედნიეროდ, ჩვენ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ განვითარება და სტიმული სჭირდებათ, გუნდებს კი - ლეგიონერები. მაგრამ მათ ჩამოსაყვანად ფინანსებია საჭირო. თორემ ხომ ვხედავთ, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან, ფაქტობრივად, ფეხბურთელს არ ათამაშებენ", - აღნიშნა კახი ცხადაძემ.



მკითხველის კომენტარები / 44 /
გამოასწორონ შეცდომა და დანიშნონ კახა. კიდევ დასაკარგი 5 წელი არ გვაქვს
13
04 თებერვალი 2021 16:54
29
რატომ ხართ ცხადაძის წინაამღდეგი? არ გახსოვთ ქეცბაიას შემდეგ მოვიდა და როგორ შეტევითი ფეხბურთზე გადაიყვანა. თუნდაც გერმანიასთან თამაში.(წაგების მიუხედავად) მაშინ უკმაყოფილო იყავით მისი წრთნელობით? ბარსელონასავით პესებით რომ ათამაშებდა
13
04 თებერვალი 2021 18:13
15
გვახსოვს, როგორ არ გვახსოვს, ბარსელონასავით პასებით რომ გვათამაშა ესტონეთთან, რა დამავიწყებს.
emigranti
05 თებერვალი 2021 01:39
0
რომელი ჭკუათმყოფელი დათანხმდება კობიაშვილის „„პრედლაჟენიას““? თან თუ ზურგს ინდაური კალაძე უმაგრებს,. არცერთი... პონტი არაა ბატო ნო სიმონ, პონტი!
კ ო მ ბ ლ ე
04 თებერვალი 2021 19:50
26
ქეცბაია არა, კობიაშვილი ჯობია, ვერ უყურებთ ფედერაციაში და პარლამენტში როგორ დაალაგა ყველაფერი რამხელა წარმატებები გვაქვს?! ვაი შე საცოდავი ქართულო ფეხბურთო!!!!!
SOS
05 თებერვალი 2021 10:37
2
კინო ქეციბაიას შესრულებით უკვე ნანახი გვაქვს!! რამე ახალი შესთავაზეთ ხალხს!! თუ არა და მე დამნიშნე 1-კვირა ფედერაციის უფროსათ და ისეთ მწვრთნელს გიპოვი რომელიც გუნდს გამოადგება!!
tuki
04 თებერვალი 2021 18:58
11
მე პირადად იური სიომინი მირჩევნია ყველას, ტუ უფრო შორს წავალთ თავისუფლები არიან რაფაელ ბენიტესი და რობერტო მორენო, თუ ამ სამიდან ვერცერთს ვერ მოვიყვანთ მაშინ გია გეგუჩაძე დანიშნეთ
გიორგი
04 თებერვალი 2021 19:47
10
ერთს სწორს ამბობს კახა, რომ ამ ფულით, რაც საქართველოში ფეხბურთში იხარჯება, საკლუბო ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია. იმაში კი ვერ დავეთანხმები, რომ ყველა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ ჩამოყვანილ ფეხბურთელებზე დაყრდნობით უნდა მიაღწიონ წარმატებას. წარმოგიდგენიათ ბრაზილიამ არგენტინამ და ევროპამ ფეხბურთელი გაზარდოს და საქართველოს გუნდები მათ იმედზე იყვნონ? სწორედ ჩვენ და ჩვენისთანა ქვეყნებმა უნდა გავზარდოთ ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომლებიც ევროპაში დაოსტატდებიან და მათით ძლიერ ნაკრებს დავაკომპლექტებთ. ამიტომ საქართველოს პირველობას ორი ლიგა თავს სდის, დანარჩენი თანხა, მთლიანად ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
04 თებერვალი 2021 17:51
6
დამისახელე ჩვენი კალიბრის ქვეყანა სადაც საკლუბო ფეხბურთი ლეგიონერების ჩამოყვანის გარეშე განვითარდა?
tas
04 თებერვალი 2021 19:49
3
ქეცბაია ყველაზე კარგი კანდიდატურაა და ათი თავით მაღლაა ყველა მწვრთვნელზე ჩემი აზრით! ეგეც არ იყოს ახლაც ბევრს აკეთებს საქართველოს ნაკრებისთვის რომ ბიჭებს აძლევს სათამაშო პრაქტიკას!
ნამდვილად მივესალმები მის დანიშვნას!!!!
ჩაიბარე რა კაცურად თემურ!
04 თებერვალი 2021 16:43
41
ფედერაციიდან წერ??
კაცურათ!!
04 თებერვალი 2021 18:17
6
მე მგონი ცხადაძე კარგი ვარიანტია, მაგრამ ფედერაცია არ წყალობს.
ჯიმა
05 თებერვალი 2021 10:30
5
ჰოლანდიელი ად გერმანელი მწვრთნელი ნაკრებს დახატავდა, უფრო მრავალეროვანს და კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებინებდა ნაკრებს. აღარგვინდა რა ეს უკან პასი მერე კიდევ უკან და ცენტრამდე რომ ბურთს ამოვიტანთ ტაში...
ზვიადი
04 თებერვალი 2021 18:41
6
ნუთუ ვინმეს კიდევ აქვს იმედი რომ ეს უდღეური ფედერაცია საჭირო მწვრტნელის შერჩევას შეზლებს?
გადახედეთ იმ მთავრობას ვინც კობიაშვილი დასვა, რამე სფეროში აქვთ წარმატება? და რატომ გგონიათ რომ ფეხბურთში ექნებათ გარღვევა.
ესენი მთლიანად დაანგრევენ ქვეყანასაც და ფეხბურთსაც
las
05 თებერვალი 2021 09:17
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული