თბილისის "დინამო" ისევ დამარცხდა - ამჯერად "სოჭისთან" 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებზე ჩატარებულ მორიგ ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" "სოჭისთან" 0:3 დამარცხდა.

"სოჭი", რომელიც ადრე "ჟემჩუჟინას" სახელით ასპარეზობდა, არასოდეს განეკუთვნებოდა რუსული ფეხბურთის გრანდებს, ამ სეზონში კი პრემიერლიგაზე მე-4 ადგილზეა და საქართველოს ჩემპიონს დამაჯერებლად სძლია.

პირველ ტაიმში გოლები ნობოამ და ჟოაზინიომ გაიტანეს, მეორეში კი - ტერეხოვმა.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, მონხილი, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი, რადინი, იაშვილი, სპორსკლედი, გაბედავა, კასტრო, მარუშიჩი

თბილისის "დინამომ" შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და 11 თებერვალს, უკანასკნელ საკონტროლო შეხვედრაში უკრაინის "ვერესს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
არ შეიძლება რო სუსტი გუნდები აირჩიოთ მოსამზადებლად? იქნებ მოგება ისწავლონ.მარა დინამოზე სუსტი გუნდების მოძებნა აწი გაგიჭირდება ფიფიააა
dato
20:57 08-02-2021
0
ქვეყანას ,ხალხს, სახელს, ისტორიას არცხვენენ უკვე,სახელი მაინც შეუცვალეთ ამას სერიოზულად ვამბობ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული